ინტერიერის საღებავის შერჩევისას მომხმარებელმა რამდენიმე ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს. პირველ რიგში, აქცენტი უნდა გაკეთდეს ეკოლოგიურ მხარეზე.
საქართველოში, ამ თვალსაზრისით, არჩევანი საკმაოდ მწირია. ამიტომაც აუცილებელია სწორი კონსულტაცია, რომ მომხმარებელი არ დარჩეს მოტყუებული. არსებობს სტერეოტიპი, რომ ფასადის საღებავის გამოყენება კარგია ინტერიერში, რომ ის უფრო მდეგია, უძლებს წვიმას, ნესტს და ა.შ. შესაღებად იხდიან მეტ თანხას, ხოლო შედეგი არაადეკვატურია.
ფასადის საღებავში ძალიან ბევრი კომპონენტია დამატებული, რომელიც ზრდის მის გარეთა გამოყენებისთვის საჭირო მედეგობას, თუმცა ინტერიერში მისი გამოყენება არარელევანტურია. ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ შეიძინოთ ამა თუ იმ ინტერიერის შესაბამისი საღებავი, მაგალითად, აბაზანისა და სამზარეულოსთვის სხვა კატეგორიის საღებავია საჭირო, ხოლო ბავშვის საძინებელი ოთახისთვის - სხვა...
ბავშვთა ოთახის შეღებვისთვის აუცილებელია სპეციალიზებული ტიპის საღებავი, რომელიც არ არის ჯანმრთელობისთვის მავნებელი, მარტივად, დაუზიანებლად ექვემდებარება წმენდას და გვთავაზობს ხალისიანი, ნათელი ფერების გამორჩეულად ფართო სპექტრს.
ბავშვის ოთახის საღებავი გამდიდრებულია ეკო-მეგობრული მინარევებით და მასში გამხსნელის რაოდენობა მინიმუმამდეა დაყვანილი. "ალპინა", ბავშვის ფიზიკურ ჯანმრთელობასთან ერთად, აქცენტს ჯანსაღ ფსიქოგარემოზეც აკეთებს და ჩვეულ პალიტრას ხალისიანი განწყობის შემომტან, ნათელი ფერების სიმრავლეს ამატებს.
ყველა მშობელმა იცის, რომ ბავშვებს უყვართ კედლების მოხატვა და ზოგადად, ბავშვების ოთახი ხშირად ისვრება. ნუ განიცდით, "ალპინას" საღებავი წმენდამედეგია.
R