ადამიანებს, მუდამ ჰგონიათ, რომ კარგად იცნობენ თავიანთ მეორე ნახევრებს და იმიტომ შეუყვარდათ ისინი. მაგრამ ტვინი იმდენად რთული ორგანოა, რომ ადამიანის შეყვარების მიზეზი შეიძლება სრულიად მოულოდნელი ფაქტორები იქცეს.
უმჯობესია, ფსიქოლოგების აზრს გავეცნოთ. მათ ზუსტად იციან 10 მიზეზი, თუ რის გამო შეიძლება შეგიყვარდეთ ადამიანი.
1. ერთად საოცარ რამეებს აკეთებთ
1974 წელს ამერიკელმა ფსიქოლოგებმა კვლევა ჩააატრეს და დაადგინეს, რომ ადამიანებს ერთმანეთი უფრო ხშირად უყვარდებათ, თუ რაიმე აერთიანებთ. მაგალითად, მამაკაცს ქალი უფრო მიმზიდველი მაშინ ეჩვენება, თუ მასთან ერთად გადაიტანა სტრესი, ან ატრაქციონზე გაიცნო იგი, ვიდრე, ნეიტრალურ ემოციურ ფონზე გაცნობისას.
2. თუ მამაკაცმა ცხელი სასმელი მოგაწოდათ
იელის უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა ჯონ ბარკმა დაამტკიცა, რომ ადამიანს თქვენ მიმართ კეთილად განაწყობთ, თუ ზამთარში თბილ სასმელს მიაწვდით. ამიტომაცაა, რომ ქალებს ბარმენები უყვარდებათ, მამაკაცებს კი - მიმტანი ქალები.
3. მეზობლური სიყვარული
თუ ადამიანები გვერდიგვერდ ცხოვრობენ და ერთმანეთს ხშიარდ ხედავენ, ერთმანეთის შეყვარების შანსი უორმაგდებათ. ეს მოსაზრება მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა დააამტკიცეს.
4. თუ ლამაზ სახლში ცხოვრობთ, თაყვანისმცემლებს ვერსად დაემალებით
ალბათ შეგინიშნავთ, რომ ქალებს ის მამაკაცები მოსწონთ, ვისაც კარგი მანქანა ჰყავს. ამიტომაცაა, რომ სოცალურ ქსელებში მამაკაცები ავტომობილის ფონზე გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებენ. თუმცა, თუ თაყვანისმცემლების მომრავლება გსურთ, ლამაზი სახლის ფონზე უნდა გადაიღოთ სურათი. კარდიფის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა დაამტკიცეს, რომ თუ ქალმა იცის, რომ მამაკაცი ლამაზ სახლში ცხოვრობს, მის მიმართ სექსუალური ლტოლვა უჩნდება. ლამაზი სახლი, ძვირად ღირებულ ავტომობილზე უკეთესი თვითრეკლამაა.
5. ძაღლი ოჯახის შექმნაში დაგეხმარებათ
თუ ქალმა იცის, რომ მამაკაცს შინ ძაღლი ჰყავს, იგი მას პოტენციურ ქმრად და მომავალი შვილების მამად აღიქვამს.{{ArticleSplitCont}}
6. სიარულის ერთნაირი სიჩქარე
თუ სეირნობისას მამაკაცი და ქალი ერთნაირი სიჩქარით გადაადგილდება, მათ ერთმანეთის შეყვარების დიდი შანსი აქვთ. ილინოისის უნივერსიტეტის ფსიქოლოგები მამაკაცებს ურჩევენ, რომ თუ გსურთ, ქალს თავი შეაყვაროთ, სეირნობისას ისე იმოძრავეთ, რომ ქალი კი არ მოგდევდეთ, არამედ, თქვენ გვერდით მშვიდად მოაბიჯებდეს.
7. ბოტოქსიც საჭიროა
ერთ-ერთ ევროპულ ცდაში მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ბოტოქით გაახალგაზრდავებული ქალბატონები ადვილად პოულობენ სასიყვარულო პარტნიორებს.
8. ღიმილი
შვეიცარიელმა ფსიქოლოგებმა დაამტკიცეს, რომ ქალები, რომლებიც ხშირად იღიმიან, უფრო მეტ თაყვანისმცემლებს იჩენენ, ვიდრე ისინი, ვინც სერიოზულის როლს ირგებს და გაღიმება უჭირს.
9. გიტარაზე დაკვრა
ფრანგმა ფსიქოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ თუ მამაკაცი რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავს, მასზე შეყვარებული ქალების რაოდენობა დღითი დღე იზრდება.
10. წითელი ფერის სამოსი
ქალი, რომელსაც წითელი ფერის სამოსი აცვია, უფრო ხშირად ხვდება მამაკაცის თვალთახედვის არეში, ვიდრე სხვა ფერში გამოწყობილი. სლოვაკი მეცნიერები გირჩევენ, რომ თუ წვეულებაზე მამაკაცების ყურადღების მიქცევა გსურთ, წითელი ფერის ტანსაცმლით უნდა გამოცხადდეთ.