1. გაიშალე თმა, გადმოხარე თავი წინ და ოდნავ აიჩეჩე ხელით, იმისათვის, რომ მისცე მას მოცულობა.
2. ოდნავ დაიჩქმიტე ლოყები, რომ სახეს ბუნებრივი ვარდისფერი მისცე.
3. იმისათვის, რომ მოხდენილი გამოხვიდე ფოტოზე, გაიმართე, ოდნავ მოიღერე ყელი.
4. თუ Casual სტილში გაცვია, კადრში ბევრად დახვეწილი გამოხვალ, ე.წ. ჰოლივუდურ პოზას თუ მიმართავ: წამოსწიე წინ ერთი ფეხი და ცალი მხრით მიბრუნდი კამერისკენ.
5. თუ იმის დრო არ გაქვს, რომ ტუჩზე გადაისვა საცხი, ერთმანეთს მაგრად მიაჭირე ტუჩები: სისხლი ტუჩების ზედაპირს მიაწვება და მათ უფრო დაბურცავს.
6. უცებ გადაუსვი ენა წინა კბილებს და გაიღიმე: ასე შენს ღიმილს კიდევ უფრო მეტ ბზინვარებას მიანიჭებ.
7. ხელსახოცით ან ხელის უკანა მხარით მოიშორე სახიდან ზედმეტი ცხიმი, რათა ფოტოზე არ აგიპრიალდეს სახე.