33 წლის მომღერალი კრისტინა აგილერა ჟურნალისთვის "V" გაშიშვლდა. შემსრულებელი მეორე შვილს 29 წლის ბოიფრენდისგან, მეთიუ რატლერისგან ელოდება.
იხილეთ ფოტოგალერეა
ერთ-ერთ ფოტოზე მომღერალი აბსოლუტურად შიშველია. ტაბლოიდებმა აგილერას სტილი ამ ფოტოზე ბოტიჩელის "ვენერას დაბადებას" შეადარეს.
მეორე ფოტოზე მომღერალი შვილის მამასთან ერთად პოზირებს – ამჯერად უკვე ჩაცმული.
შეგახსენებთ, 2014 წლის თებერვალში, წმინდა ვალენტინის დღეს, აგილერამ სოციალური ქსელის მეშვეობით განაცხადა, რომ მეთიუ რატლერზე დაინიშნა. კინოპროდიუსერი მეთიუ რატლერი მომღერალმა 2010 წელს, ფილმის - "ბურლესკი" - გადაღებებისას გაიცნო.
აგილერასთვის ეს მეორე ქორწინებაა. პროდიუსერ ჯორდან ბრეტმანთან მომღერალს პირველი, 6-წლიანი ქორწინება და ვაჟი, მაქსი აკავშირებს.
მასალის წყარო: V Magazine
ასევე იხილეთ:
ქრისტინა აგილერას წონაში კლების უჩვეულო მეთოდი: "დიეტა სახლში მიტანით"
ქრისტინა აგილერამ საგრძნობლად დაიკლო წონაში
ქრისტინა აგილერა კონცერტზე ჭუჭყიანი ფეხით გამოვიდა