4 მარტივი მეთოდი, სააბაზანოში რომ იდეალური სისუფთავე შევინარჩუნოთ - Marao

4 მარტივი მეთოდი, სააბაზანოში რომ იდეალური სისუფთავე შევინარჩუნოთ

2015-07-15 11:06:56+04:00

1. ერთმანეთში შერეული ლიმონმჟავა და ხუთპროცენტიანი ძმარი - შეგიძლიათ გამოიყენოთ სისუფთავის პროფილაქტიკისთვის.

2. უფრო დეტალურად დასუფთავებისთვის – მოაყარეთ უნიტაზს, ხელსაბანს, აბაზანას სოდა, ზემოდან მოასხით ლიმონიანი ძმარი. ყველაფერი აქაფდება. შემდეგ მოავლეთ წყალი და დატკბით სისუფთავით.

3. გასათეთრებლად – მოაყარეთ უნიტაზს ერთი პაკეტი ლიმონის ან ასკორბინის მჟავა და გააჩერეთ მთელი ღამით. დილით მოავლეთ სუფთა წყალი.

4. მეოთხე ვარიანტი უმარტივესია – ჩაასხით უნიტაზში ერთი ბოთლი "კოკა-კოლა", გააჩერეთ ერთი საათი და ჩარეცხეთ. იქაურობა იბზინებს.

ვფიქრობთ, ეს მეთოდი არა მხოლოდ სისუფთავეს შეგინარჩუნებთ სააბაზანოში, არამედ "კოკა-კოლას" დალევის სურვილსაც გაგიქრობთ.

ასევე იხილეთ:

როგორ გავაქროთ ობი სახლში სამუდამოდ?