დიასახლისები, რომლებიც სახლში სისუფთავეზე ოცნებობენ, ცდილობენ, რომ მათი საწმენდი საშუალებები არ იყოს მავნებელი, განსაკუთრებით, თუ სახლში პატარა ბავშვები ცხოვრობენ.
მათ ეს სურვილი უსრულდებათ. ჩვენ შევკრიბეთ ნატურალური და ეფექტური საშუალებები სიბინძურესთან და ლაქებთან საბრძოლველად.
ტელევიზორის მონიტორი სწრაფად ჭუჭყიანდება და მტვრით იფარება. მოამზადეთ ნარევი გაფილტრული წყლისა და ძმრისგან და ჩვეულებრივი წესით, ნაჭრის ხელსახოცით გაწმინდეთ იგი.
ქიმიური საშუალებების გამოყენება თუ არ გსურთ, ერთმანეთში შეურიეთ სოდა და ძმარი და ამ ნარევით გაწმინდეთ სამზარეულოში არსებული ზედაპირები.
სამზარეულოს ქვის მაგიდა განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს.
მისი არასწორად გაწმენდის შემთხვევაში მასზე შეიძლება მიკრობები გაჩნდეს. ეს უსიამოვნო მომენტი რომ აიცილოთ, ერთ პულველიზატორიან ქილაში მოათავსეთ წყალბადის ზეჟანგი (3-პროცენტიანი) და შეაფრქვიეთ ზედაპირს, მეორით ძმარი შეაფრქვიეთ. ასეთი მეთოდით სალმონელოზსაც გაანადგურებთ.
იატაკების მოსაწმენდი საშუალება შემდეგნაირად დაამზადეთ: ერთმანეთს შეურიეთ ძმრის, წყლის, სამედიცინო სპირტის ერთი რაოდენობა და რამდენიმე წვეთი ეთერზეთი. დაბინძურებულ იატაკს გააწკრიალებთ და სასიამოვნო არომატსაც დაატრიალებთ.
სამზარეულოს საჭრელი დაფაც ბაქტერიების გამრავლების კერაა. იგი პერიოდულად წყალბადის ზეჟანგით უნდა დაამუშაოთ, თვეში ერთხელ კი ქოქოსის ზეთი გადაუსვათ. ამგვარად ზეთი მას ახალ იერს მიანიჭებს და ნაკაწრებს გადაასწორებს, რაც მიკრობების ჩაბუდების ზონაა.
სააბაზანოც თავისებურ მოვლას საჭიროებს. ნადების სოკოსა და ბაქტერიების მოსაშორებლად აიღეთ: 2 ჩაის კოვზი ბორაკი, 1 ჩ/კ გახეხილი სარეცხის საპონი, 150 მლ ძმარი, ჩაის ხის ზეთის 10 წვეთი და 300 მლ ცხელი წყალი. ამ ნარევით სააბაზანოს გააწკრიალებთ.
სააბაზანოს ნიჟარის გასაწმენდად კი გრეიპფრუტი და მარილი დაგჭირდებათ. გაჭერით ციტრუსი შუაში, მოაყარეთ მარილი და სააბაზანოს ნიჟარა გაწმინდეთ.
ფანჯრების გასაწმენდად შემდეგი საშუალება მოამზადეთ: სამედიცინო და ნიშადურის სპირტი წყალში გახსენით, პულველიზატორიან ქილაში მოათავსეთ, შეასხურეთ მინებზე და გაწმინდეთ. ზოგიერთი დიასახლისი მინებს გაზეთით წმენდს და შედეგით კმაყოფილია. სცადეთ, იქნებ თქვენც მოგეწონოთ.