რა არის საოჯახო საქმიანობაში ყველაზე შრომატევადი? რა თქმა უნდა, სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნება.
ვის შეიძლება ამ საქმეში თქვენზე მეტი ესმოდეს? არა, დედამთილს არ ვგულისხმობთ... ვის და მაღალი დონის სასტუმროს დამლაგებელ პერსონალს. მათი დამსახურებით, შენობები, სადაც ასეულობით ადამიანი ცხოვრობს, სისუფთავით კრიალებს. თანაც, ამ ყველაფერს სწრაფად ახერხებენ.
წარმოგიდგენთ 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების დამლაგებელთა რჩევებს.
1. დამლაგებელი ჯერ არეულობას აწესრიგებს
გაიტანეთ ოთახიდან ნაგავი, ზედმეტი ნივთები, მიყრილ-მოყრილ საგნებს ადგილი მიუჩინეთ. ჯერ გადაწმინდეთ მტვერი, აცადეთ ნესტის შეშრობა და მხოლოდ შემდეგ განათავსეთ ნივთები თაროებზე.
2. გამოიყენეთ ხელსახოცები და მიკროფიბრა
მტვრის წინააღმდეგ საუკეთესო საშუალება მიკროფიბრას ტილოა. მეორე ადგილზეა ბამბის ტილო (ძველი მაისურის ან თეთრეულის ნაკუწებიც გამოდგება), არ გამოგადგებათ ხაოიანი პირსახოცის ნაჭრები და პოლიესტერის ქსოვილი.
3. ფარდები პირსახოცით გაასუფთავეთ
ფარდებს რომ მტვერი მოაცილოთ, ოდნავ ნოტიო პირსახოცით ჩამობერტყეთ. შემდეგ ფარდების ძირში მტვერსასრუტი მოუსვით.
4. ჯერ მტვერსასრუტი, შემდეგ წყალი
გენერალური დალაგება ყოველთვის მტვრების აღებით დაიწყეთ, ანუ მტვერსასრუტით. ეს აუცილებელია, რათა მოწმენდილ იატაკზე ბუსუსები, თმის ღერები არ დარჩეს. სველი ტილოთი იატაკის მოწმენდა აუცილებელია კუთხე-კუნჭულების ჩათვლით. გაგრძელება