თითქმის არ დარჩენილა ოჯახი, სადაც სარეცხის მანქანა არ დგას. საოჯახო საქმეებში შეშველების პარალელურად ახალი საზრუნავიც ჩნდება - როგორ დავიცვათ მანქანა ნადებისგან, ან როგორ გავასუფთავოთ მისგან.
"კალგონის" მითი
მის დამატებას ყოველი რეცხვის დროს გვირჩევენ. სამწუხაროდ, "კალგონი", "ალფაგონი" თუ სხვა ანტინადების საშუალებები მხოლოდ არბილებს წყალს, მინერალური ნადებისგან კი ვერ ათავისუფლებს. მათში შემავალი მთავარი ნივთიერება ნატრიუმის ტრიპოლიფოსფატი, წყლის მარილებს ვერ ანეიტრალებს. გარდა ამისა, სარეცხის ყველა ფხვნილი შეიცავს ასეთ დამარბილებლებს და დამატება საჭირო ნამდვილად აღარაა.
ექსპერტების გამოთვლით, კალგონის რეგულარული გამოყენება მანქანის კაპიტალურ რემონტზე ძვირი ჯდება. ძვირია, მანქანას კი ბოლომდე ვერ იცავს.
ლიმონმჟავა ნადების წინააღმდეგ
მიუხედავად მზა ქიმიური საშუალებების სიმრავლისა, ყველაზე ეფექტური მაინც ლიმონმჟავაა. მისი გამოყენება საჭიროა წელიწადში ერთხელ ან ორჯერ - გააჩნია, რამდენად აქტიურად მოიხმარს ოჯახი მანქანას.
სრულად იხილეთ: mshoblebi.ge