პლასტიკატის ფანჯრები განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. ხის ფანჯრებთან შედარებით, მათ უამრავი უპირატესობა აქვთ, მაგრამ დიდხანს რომ გაგიძლოთ, მოვლის წესები უნდა დაიცვათ. მოვლა მარტო მინებს კი არა, საკეტებს, სახელურებს, რეზინს და ბადეებს სჭირდება.
მინების გასაწმენდად გამოიყენეთ ჩვეულებრივი საპონი, წყალი და სპირტი. მოერიდეთ პლასტიკატის ჩარჩოების გაწმენდას კონცენტრირებული საშუალებებით. მათ შეიძლება პლასტიკატის დარბილება და გაფუჭება გამოიწვიონ. აგრეთვე, უარი უნდა თქვათ უხეშ ღრუბელზე. მან შეიძლება ჩარჩო და რაფა დაგიზიანოთ, დაგიფხაჭნოთ.
პლასტიკური ჩარჩოების მსუბუქად საწმენდად იდეალურია თბილ წყალში დასველებული ჩვარი. ჭუჭყს კი წყალში გახსნილი სარეცხი ფხვნილით მოაშორებთ.
საკეტიც განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. იგი ადვილად უნდა იკეტებოდეს და იღებოდეს. მათ ხშირად უნდა მოაშოროთ ჭუჭყი და მტვერი. გაგრძელება