როცა ზამშის ფეხსაცმელი დაისვრება, მაშინვე არ გაწმინდოთ. ჭუჭყს გაშრობა აცადეთ და შემდეგ დაიწყეთ წმენდა.
ჯერ სპირტიანი წყლით გაასუფთავეთ, შემდეგ ე.წ. "შკურკა" (ნული ნომერი) გადაუსვით. თუ ამის შემდეგ ლაქის კვალი ისევ დარჩა, ძმრიანი წყლით ამოწმინდეთ (1 წილ წყალზე ნახევარი წილი ძმარი). ნესტისგან დაზიანებული ზამში კი საპნიანი წყლით გაასუფთავეთ. შემდეგ კვლავ "შკურკა" გადაუსვით და ძმრიანი წყლით დაასრულეთ.
თუ ფეხსაცმელზე ცხიმიანი ან პრიალა ლაქა გაჩნდა, ტალკი მოაყარეთ. სამი საათის შემდეგ მაგარი ჯაგრისით ამოწმინდეთ.
ყავისფერი ზამშის ფეხსაცმელი ყავის ნალექში ამოვლებული ჯაგრისით გაწმინდეთ. ამით სიახლის ელფერი მიეცემა.
ნებისმიერი სახის წმენდის შემდეგ აუცილებელია, რომ რეზინის ჯაგრისი გადაუსვათ. თუ ასეთი არ გაქვთ, უბრალო საშლელი გამოიყენეთ.
იხილეთ სტატია სრულად: mshoblebi.ge