1. მარწყვის გასუფთავება შესაძლებელია კოქტეილის ჩხირის მეშვეობით
2. თუ რაიმე წვრილმანი ნივთი დაკარგეთ, გამოიყენეთ მტვერსასრუტი, რომლის მილზე წინასწარ წამოაცვამთ კოლჰოტს.
3. სველი ხელსაწმენდების კონტეინერში შეგიძლიათ ნაგვის პარკების შენახვა.
4. დენის მავთულები რომ არ გაგეხლართოთ და არ გაგიფუჭოთ ინტერიერი, ამაში მარტივი დეკორი დაგეხმარებათ.
5. რატომ უნდა ჩავხერგოთ სამზარეულოს კარადა ქვაბების ხუფებით, როდესაც მათი შენახვა ამავე კარადის კარებზეა შესაძლებელი.
6. თუ მორჩენილი შპალერი და შესაფუთი ქაღალდები დაგიგროვდათ, ჭერზე მიამაგრეთ ორი მავთული და მასში მოათავსეთ ისინი.
7. საწმენდი საშუალებები დიდ ადგილს იკავებს? ამ პრობლემას მარტივად მოგიხსნით სპეციალური საკიდი სარეცხი საშუალებების კარადაში.
8. ცარიელი მინის ქილები ორიგინალურ ფოტოჩარჩოებად შეიძლება ვაქციოთ.
9. მიაკარით მაგნიტის ლენტი სააბაზანოს კარადის კარის შიდა მხარეს. მასზე შესაძლებელია თმის სამაგრების, პინცეტების, მანიკიურის მაკრატლისა და სხვა წვრილმანი მეტალის ნივთის შენახვა.
10. სააბაზანოს ქუდი მოსახერხებელია საზაფხულო ფეხსაცმლის შესანახად.
11. ჰიგიენური საშუალებები მოათავსეთ ყუთებში წარწერებით: "სახე", "თმა", "ხელები" და სხვ.
12. ყველასთვის ცნობილია, იმისათვის, რომ ტორტი არ გახმეს, მას ცელოფანში ათავსებენ, ხოლო იმისათვის, რომ პარკი არ მიეკრას, არსებობს მარტივი გამოსავალი - მშრალი სპაგეტის ჩხირები.
13. წვრილმანი ნივთების შესანახი მხიარული და ორიგინალური იდეა, რომლისთვისაც მხოლოდ მინის ქილები, თარო და ცოტაოდენი წებო დაგვჭირდება.
14. ჩაალაგეთ თეთრეულის კომპლექტები მათსავე შალითაში.
15. გამოჭერით პატარა "ფანჯრები" ფეხსაცმლის ყუთებში, ორმხრივად დააწებეთ გამჭვირვალე სკოჩი ან მიაკარით ფეხსაცმლის ფოტო, ეს ხერხი დაგეხმარებათ საჭირო ფეხსაცმლის მარტივად პოვნაში.