ყველას გირჩევთ! ჩვენ ძველი სახლი გვაქვს და ადვილად ჩნდებოდა ობი. ვყიდულობდი ძვირად ღირებულ ქიმიურ საშუალებებს, ვწმენდდი, მაგრამ დროებით ქრებოდა ობი. მეზობლის რჩევით, ეს საშუალება ვცადე და აი, უკვე მე-4 წელია ობი აღარ გაჩენილა სახლში!
რეცეპტი მარტივია:
2 ჩაის კოვზი ჩაის ხის ეთერზეთი (დეზინფექციისთვის);
2 ჭიქა წყალი.
1 ჩაის კოვზი სპირტი. ჩაასხით ყველა ინგრედიენტი შესასხურებლიან ჭურჭელში, შეანჯღრიეთ და შეასხით სითხე ობიან ადგილებზე.
შენახვის ვადა – შეუზღუდავი.
ძმარიც შესანიშნავად აქრობს (82%-ით) ობს, მისი გამოყენებაც შეგიძლიათ. ჩაასხით ძმარი შესასხურებლიან ჭურჭელში და შეასხურეთ პრობლემურ ადგილებს. ძმრის სუნი მალევე აორთქლდება.
ასევე შესანიშნავია: ქაფურის სპირტი და სოდა. ამ ხსნარითაც მარტივად მოაცილებთ ობს.
სააბაზანოში კი ყველაზე ეფექტურია: 33-35%-იანი "პერეკისი' შეურიეთ თანაბარი პროპორციით წყალს. სითხე კვლავ შესასხურებლიან ჭურჭელში ჩაასხით და ობიან ადგილებზე მოასხით.
ასევე შეგიძლიათ, ქაფურის სპირტისა და სოდის ხსნარი გამოიყენოთ.