ყველა ქალის დაუსრულებელი პრობლემაა თვალწასული "კოლგოტი". სამწუხაროდ, რაც უნდა ხარისხიანი იყოს ქალის წინდა, ის მაინც დიდხანს ვერ "ცოცხლობს" და მეორე და მესამე ჩაცმაზე თვალი მისდის!
მაგრამ იცოდით, რომ "კოლგოტის" გამძლეობის გაზრდა ერთი უნიკალური მეთოდით არის შესაძლებელი?
ერთადერთი, რისი გაკეთებაც მოგიწევთ, - "კოლგოტის" გაყინვაა.
დიახ, ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ გირჩევთ, რომ სცადოთ. მის შემდეგ, რაც "კოლგოტებს" შეიძენთ, დაასველეთ ის წყალში და შედეთ საყინულეში. როცა კარგად გაიყინება, გამოიღეთ და გააშრეთ.
ამ მეთოდით კაპრონის "კოლგოტის" ქსოვილს გაამკვრივებთ და ის ბევრად მეტხანს გემსახურებათ, ვიდრე აქამდე.