ხელსაქმე

კვერცხის მოხარშვის ერთადერთი სწორი მეთოდი

კვერცხის მოხარშვის ერთადერთი სწორი მეთოდი
თუკი თქვენი საყვარელი საუზმე მოხარშული კვერცხია ან ხშირად უმატებთ მას სალათებში, აუცილებლად შეგაწუხებდათ ის ფაქტი, რომ მისი ნაჭუჭისგან გათავისუფლება არც ისე მარტივია.
ინტერნეტში უამრავი ინფორმაციაა იმის შესახებ, თუ როგორ გავიმარტივოთ მოხარშული კვერცხის გაფცქვნის პროცესი. სამწუხაროდ, ბევრი მათგანი გამოუყენებელი ინფორმაციაა.

მაგრამ არსებობს ერთი ტრიუკი, რომელიც ნამდვილად დაგავიწყებთ ისეთ პრობლემას, როგორიც არის მოხარშული კვერცხის გაფცქვნა.

პირველ რიგში, გაითვალისწინეთ ის, რომ კვერცხი უნდა ჩააგდოთ უკვე ცხელ წყალში.

"ცხელი სტარტი" შესაძლებლობას მოგცემთ, უპრობლემოდ და თანაბრად მოაცილოთ უკვე მოხარშულ კვერცხს
ნაჭუჭი. 

ასე რომ, დაიცადეთ, სანამ წყალი ადუღდება, შემდეგ კი ფაქიზად მოათავსეთ მასში კვერცხი. ამისათვის სპეციალური კალათებიც არსებობს.

ახლა, როცა კვერცხი უკვე ქვაბშია, დაუკელით ცეცხლს ისე, რომ წყალმა დუღილი განაგრძოს.

ხარშეთ 13 წუთის განმავლობაში.

როცა კვერცხი მოიხარშება, ის მაშინვე მოათავსეთ ყინულებიან ჯამში და გააჩერეთ 5 წუთი. როცა ამოიღებთ "ყინულების აბაზანიდან", კვერცხი უმარტივესად გაიფცქვნება.

არც ხელში აღება გაგიჭირდებათ, რადგან ნაჭუჭი უკვე ცივი იქნება.

მოხარშული და გაფცქვნილი კვერცხის მაცივარში შენახვა 5 დღე შეიძლება.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 6 /
ხატია
მარილში მოვხარშოთ და ცივ წყსლში ჩავდოთ,ოღონდ უნდა გავტეხოტ ნაჭუჭი.მაშინ თავისით იფცქვნება თითქმის
06:39 / 26-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
მეგის რეცეპტს ვიზიარებ. ცხელ წყალში ნამდვილად სკდება კვერცხი. და მეორე მის გაფცქვნას ცივი წყლის ჭავლი შველის. ეს რეცეპტი ჩემი მშობლებიდან ვიცი და არასდროს არ მქონია პრობლემა
18:42 / 25-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93