ღვინო, თავისთავად, შესანიშნავი სასმელია, რომელსაც ზომიერების დაცვის შემთხვევაში დიდი სარგებელი მოაქვს ადამიანის ორგანიზმისთვის.
მაგრამ მისი გამოყენება შესაძლებელია საყოფაცხოვრებო და კოსმეტიკური მიზნით, ასევე, მებაღეობაში - თავისი არაჩვეულებრივი თვისებების გამო. ასე რომ, ნუ იჩქარებთ ნარჩენი ღვინის გადაღვრას.
1. თუ შემთხვევით ვადაგასულ თეთრ ღვინოს აღმოაჩენთ, გამოიყენეთ ის შუშების და ფანჯრების საწმენდად.
2. წითელი ღვინო შეიცავს დიდი რაოდენობით ამინომჟავებს, რომლებიც ანტიოქსიდანტებად გვევლინება. დაასველეთ ბამბა წითელ ღვინოში და დაიმუშავეთ სახე. ის კანს გლუვს გახდის და სიმკვრივეს დაუბრუნებს.
3. თუ წითელი ღვინო შემთხვევით სამოსზე ან ავეჯზე დაგესხათ, თეთრი ღვინო დაგეხმარებათ. თეთრ ღვინოს მაღალი მჟავიანობა ახასიათებს, რაც ეფექტურია ლაქების მოსაცილებლად. თეთრი ღვინო კარგად უმკლავდება ცხიმის ლაქებსაც.
4. წითელი ღვინო ძალიან სასარგებლოა თმისთვის. ის აჩერებს თმის ცვენას და არბილებს მას. იტალიელი ქალბატონები ხშირად ივლებენ წითელ ღვინოს თავის დაბანის შემდეგ.
5. ღვინით შესაძლებელია ხილის დეზინფექცია. მშრალ ღვინოს აქვს ანტიმიკრობული თვისებები, ამიტომ მისი გამოყენება შეიძლება ხილის და კენკრის დამუშავებისთვის ბაქტერიებისა და მიკრობების გასანეიტრალებლად. ჩატარებული კვლევების შედეგად გაირკვა, რომ ღვინოს წყალბადის ზეჟანგის ჩანაცვლება შეუძლია.
6. ქინქლებისგან გათავისუფლების პოპულარულ მეთოდად ვაშლის ძმარი ითვლება, თუმცა ღვინის სუნი არანაკლებ ეფექტურად იზიდავს მწერებს. გააკეთეთ ქაღალდის ძაბრი და მოათავსეთ ღვინიან ქილაში.
7. რადგან ღვინო ანტიოქსიდანტებს - ფლავონოიდებს შეიცავს, ის აჩქარებს დაბეჟილობების და ჩალურჯებული ადგილების მოშუშებას. თუ ხელთ ყინული არ აღმოგაჩნდათ, გაიკეთეთ ღვინის კომპრესი.
8. ღვინო სასუქის ნაცვლად! მებაღეებმა ალბათ უკვე იციან, რომ წითელ ღვინოს თავისუფლად შეუძლია სასუქის ჩანაცვლება. რამდენიმე წვეთი ღვინო ნიადაგს გააატიურებს, რაც ხელს შეუწყობს ნარგავების გაძლიერებულ ზრდას.