ხელსაქმე

არყის არასტანდარტულად გამოყენების 12 გზა- ეს აქამდე არ იცოდით

არყის არასტანდარტულად გამოყენების 12 გზა- ეს აქამდე არ იცოდით
არყის გამოყენების როგორც მინიმუმ, ერთი საშუალება, ყველასთვის ნაცნობია. მაგრამ ეს ძველისძველი გამოგონება მხოლოდ საქეიფო პოპულარულ ალკოჰოლურ სასმელს არ წარმოადგენს.

ტრადიციული გამოყენების გარდა, არაყი ანტისეპტიკი, ცხიმის გამხსნელი და კონსერვატი გახლავთ.
გამოცდილი დიასახლისები ფართოდ მოიხმარენ არაყს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

  1. თუ გსურთ ძვრირფასთვლიანი სამკაულების გაწმენდა, ჩაუშვით საიუველირო ნაწარმი არყიან ჭიქაში 5 წუთით. შემდეგ გამოავლეთ წყალში და რბილი ქსოვილით გაამშრალეთ. ძვირფასეულობა უწინდებურ ბრწყინვალებას დაიბრუნებს.
  2. ლეიკოპლასტირი მყარად მიგეკროთ კანზე? აიღეთ არაყში დამბალი ბამბის ტამპონი და მიადეთ პლასტირს. ალკოჰოლი გახსნის წებოვან ფენას და იოლად მოიცილებთ ლეიკოპლასტირს.
  3. ზღვაზე
    დასასვენებლად გამგზავრებისას, ნუ დაგავიწყდებათ ჩანთაში არყის პატარა ბოთლის ჩაგდება. თუ შემთხვევით მედუზა დაგსუსხავთ, არყის კომპრესი მოგიხსნით ტკივილს.
  4. სათვალის ლინზის კარგად გასაწმენდად გამოიყენეთ არაყში ჩამბალი ნაჭერი. არაყი შუშას გაწმენდს და გაანადგურებს ბაქტერიებს. 
  5. თუ ტანსაცმელი უსიამოვნო სუნით გაიჟღინთა, ჩაასხით დასანამ მოწყობილობაში არაყი და დააპკურეთ. შემდეგ ტანსაცმელი გაანიავეთ, ალკოჰოლი ბაქტერიებს გაანეიტრალებს და აორთქლდება.
  6. ფანჯრის იდეალურად გასაწმენდად წყალს არაყი შეურიეთ.
  7. მოჭრილი ყვავილების სიცოცხლის გასახანგრძლივებლად (ვარდი, პიონი, გლადიოლუსი) წყალს ცოტაოდენი არაყი და შაქარი შეურიეთ. არაყი გაანადგურებს ბაქტერიებს, შაქარი კი დამატებით საკვებს მისცემს ყვავილებს. 
  8. სარეველებმა თავი მოგაბეზრათ? გასანადგურებლად გამოიყენეთ შემდეგი საშუალება: შეურიეთ 30 მლ არაყი, ჭურჭლის სარეცხი საშუალების რამდენიმე წვეთი და 2 ჭიქა წყალი. ჩაასხით დასანამ მოწყობილობაში და დაამუშავეთ სარეველები.
  9. ახალ ტანსაცმელზე ხშირად რჩება წებო იარლიყისგან. მისი მოშორება შესაძლებელია არაყში დამბალი ბამბის ტამპონით. კარგად გაჟღინთეთ წებოვანი ადგილი, შემდეგ კი წყალში გამოავლეთ.
  10. გიყვართ ცხობა? დაამატეთ ცოტაოდენი არაყი ცომში - ფუნთუშეული უფრო ფაფუკი გახდება. 
  11. მწერების მოსასპობად, მათ ბუდეს დააპკურეთ ცოტაოდენი არაყი.
  12. ფეხის უსიამოვნო სუნის გასანეიტრალებლად ცხელი წყლით სავსე თასში ჩაასხით არაყი და ჩაალბეთ ფეხები. ეფექტი იგივეა - ალკოჰოლი სპობს ბაქტერიებს.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 7 /
ლორია ჯემალი
500გრამი არაყის დალევის შემდეგ ყველა ბანკის ვალი მოხსნილია და მეანაბრე ხდები
21:13 / 19-04-2017
გამოხმაურება / 0 /
დატო
მადლობა
07:58 / 07-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი