ხელსაქმე

ზარმაცი დიასახლისის 10 პატარა საიდუმლო წინასაახალწლო გენერალური დალაგებისთვის

ზარმაცი დიასახლისის 10 პატარა საიდუმლო წინასაახალწლო გენერალური დალაგებისთვის
ყველა დიასახლისს სურს, რომ სახლში სისუფთავე იყოს, მაგრამ იდეალური წესრიგისა და დალაგებისთვის ხშირად არც დრო და არც ენერგია გვყოფნის. რა მოვიმოქმედოთ? ეცადეთ, გამოიყენოთ ეს შესანიშნავი, მარტივი და ეფექტური რჩევები.

1. ჩაიდანი


დღეიდან არ დაგჭირდებათ ჩაიდნის შიგნიდან გარეცხვა.


შეურიეთ 6%-იანი ძმარი წყალს, ჩაასხით ჩაიდანში და აადუღეთ.
მზად არის!

2. აირღუმელი


შეურიეთ სოდა, ცოტაოდენი ჭურჭლის სარეცხი საშუალება და ძმარი. მასა სქელი ფაფისმაგვარი უნდა გახდეს.


წაუსვით მასა აირღუმელის შიდა ზედაპირს, დატოვეთ 10 წუთით და შემდეგ გაწმინდეთ. 

3. მტვერსასრუტით
დალაგება


მტვერსასრუტით დალაგება უფრო სასიამოვნო რომ გახდეს, ჰაერი კი არომატული, მტვერსასრუტში ვანილი ჩაყარეთ (მოხსენით შლანგი და არომატიზატორი ნასვრეტში ჩაყარეთ).

4. მიკროტალღური ღუმელი


მიკროტალღური ღუმელის იოლად გასაწმენდად, თერმოგამძლე ჭურჭელში ჩაასხით წყალი და ჩააგდეთ ლიმონის ნაჭერი.


გააცხელეთ მიკროტალღურ ღუმელში 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ შიგნიდან გაწმინდეთ. 

5. უსიამოვნო სუნი

ნებისმიერი უსიამოვნო სუნის მოცილება შესაძლებელია ძმრის მეშვეობით. ჩაასხით ცოტაოდენი ძმარი პულველიზატორში, ჩაამატეთ წყალი, მოასხით ზედაპირს და შემდეგ გაწმინდეთ.


როდესაც ძმარი აორთქლდება, უსიამოვნო სუნსაც თან გაიყოლებს. ამ საშუალებით მიკროტალღური ღუმელის, აირღუმელისა და მაცივრის დეზინფექციაც შეიძლება.

6. ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი


ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი ერთ-ერთი ყველაზე ჭუჭყიანი ნივთია ოჯახში, მასში უამრავი ბაქტერია იყრის თავს. დეზინფექციისთვის, მოათავსეთ ღრუბელი გაცხელებულ მიკროტალღურ ღუმელში 1 წუთით.

7. მინის ჭურჭელი


თუ მინის ჭურჭელში რაიმე მიგეწვათ, უბრალოდ, აიღეთ ფოლგის ნაჭერი, დაჭმუჭნეთ და გაწმინდეთ ზედაპირი.


იდეალურად სუფთაა!

8. უთო


უთოს ზედაპირის მარტივად გასაწმენდად, გადაატარეთ ცხელი უთო მარილზე.


დაყარეთ მარილი ფოლგაზე.  

9. ხელსახოცები


ხელსახოცი საოჯახო საქმიანობისთვის შეუცვლელი ნივთია.


მინის საწმენდ სპეციალურ ხელსახოცებს შეუძლია ეფექტურად და მარტივად გაწმინდოს ნებისმიერი მინის ზედაპირი დამატებითი სარეცხი საშუალებების გარეშე.



10. ლეიბი


ლეიბი ბაქტერიებისა და უსიამოვნო სუნის ბუდეა, ამიტომ მისი რეგულარულად გაწმენდა აუცილებელია.


შეურიეთ სოდა და ეთერზეთის რამდენიმე წვეთი. საცერის საშუალებით მოაყარეთ ლეიბს. სოდა სუნს შეიწოვს, ეთერზეთი კი სასიამოვნო არომატს შესძენს.


2 საათის შემდეგ მოაცილეთ სოდა მტვერსასრუტით.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 5 /
ყველაზე ზარმაცი
მეც მეზარება,მაგრამ ვცდი
19:50 / 11-12-2015
გამოხმაურება / 0 /
xxx
კაფელი ძმრით რო გავწმინდო?
14:14 / 11-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93