რით გავწმინდოთ იატაკი, როცა შინ პატარები გვყავს და არ გვსურს, ქიმიურად დამუშავებულ ზედაპირს ისინი ხელით შეეხონ?
არსებობს მარტივი მეთოდი, რომელსაც თავად სულ ადვილად გააკეთებთ და შედეგს არაჩვეულებრივს მიიღებთ.
იატაკის საწმენდი ეკო-საშუალება
ინგრედიენტები:
2 სუფრის კოვზი დაჭრილი ნაძვის ან ფიჭვის წიწვები
2 სუფრის კოვზი მარილი
2 სუფრის კოვზი სოდა
2 სუფრის კოვზი გახეხილი საპონი
მომზადების წესი:
დაასხით დაჭრილ წიწვებს ცოტაოდენი წყალი, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე, რის შემდეგაც დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ.
შემდეგ ნაყენს შეურიეთ სოდა, მარილი და გახეხილი საპონი.
დადგით მასა ახლა უკვე წყლის აბაზანაზე, რათა საპონი მთლიანად გადნეს.
გამოყენების წინ გააზავეთ მიღებული მასა 5 ლ წყალში. მორეცხეთ იატაკი ამ ნაზავით და შემდეგ გაამშრალეთ.
იატაკი საოცრად იბზინებს და ამასთან, არ შეგეშინდებათ, რომ ქიმიური საშუალება თქვენსა და თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას ავნებს.