ხელსაქმე

ამ საიდუმლოს წყალობით თქვენი ღუმლის ცხაური ახალივით კრიალა გახდება (ვიდეოგაკვეთილი)

ამ საიდუმლოს წყალობით თქვენი ღუმლის ცხაური ახალივით კრიალა გახდება (ვიდეოგაკვეთილი)
ვიდეო
ღუმლის ცხაური შეიძლება იდეალურად სუფთა იყოს მაშინაც კი, თუკი თქვენ სისტემატურად იყენებთ მას! არსებობს საშუალება, რომელიც მისგან მთელ ჭუჭყსა და ცხიმს მოაცილებს და კვალსაც კი აღარ დატოვებს ცხაურზე.

დაგჭირდებათ:


  • ძველი ხაოიანი პირსახოცი;
  • 0,5 სარეცხის ფხვნილი ან ჭურჭლის სარეცხი სითხე;
  • ცხელი წყალი.

როგორ უნდა მოვიქცეთ:


  1. აბაზანაში დააფინეთ პირსახოცი, რათა დაიცვათ ის გაფხაჭვნისგან.
  2. მოათავსეთ მასზე ღუმლის ცხაური და დაასხით ცხელი წყალი. მოაყარეთ სარეცხის ფხვნილი ან სოდა, ან მოასხით ჭურჭლის სარეცხი სითხე. გააჩერეთ ცხაური ასე 5 საათის განმავლობაში. შეგიძლიათ ეს პროცედურა
    ღამით გააკეთოთ და დატოვოთ დილამდე.
  3. როცა ცხაური კარგად დალბება, გახეხეთ ის უხეში ღრუბლით და გარეცხეთ გამდინარე წყლის ქვეშ! ის ახალივით კრიალა იქნება.

მეტი თვალსაჩინოებისთვის იხილეთ ვიდეოგაკვეთილი.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30