ღუმლის ცხაური შეიძლება იდეალურად სუფთა იყოს მაშინაც კი, თუკი თქვენ სისტემატურად იყენებთ მას! არსებობს საშუალება, რომელიც მისგან მთელ ჭუჭყსა და ცხიმს მოაცილებს და კვალსაც კი აღარ დატოვებს ცხაურზე.
დაგჭირდებათ:
- ძველი ხაოიანი პირსახოცი;
- 0,5 სარეცხის ფხვნილი ან ჭურჭლის სარეცხი სითხე;
- ცხელი წყალი.
როგორ უნდა მოვიქცეთ:
- აბაზანაში დააფინეთ პირსახოცი, რათა დაიცვათ ის გაფხაჭვნისგან.
- მოათავსეთ მასზე ღუმლის ცხაური და დაასხით ცხელი წყალი. მოაყარეთ სარეცხის ფხვნილი ან სოდა, ან მოასხით ჭურჭლის სარეცხი სითხე. გააჩერეთ ცხაური ასე 5 საათის განმავლობაში. შეგიძლიათ ეს პროცედურა ღამით გააკეთოთ და დატოვოთ დილამდე.
- როცა ცხაური კარგად დალბება, გახეხეთ ის უხეში ღრუბლით და გარეცხეთ გამდინარე წყლის ქვეშ! ის ახალივით კრიალა იქნება.