რამდენიმე გამოსადეგ რჩევას მოგცემთ, როგორ გაასუფთაოთ ფეხსაცმელი ხელთ არსებული საშუალებებით, რათა პირველყოფილი სილამაზე დიდი ხნით შეუნარჩუნოთ მას.
1. კბილის პასტა ფეხსაცმელს ათეთრებს
კბილის პასტას მრავალი დადებითი თვისება აქვს. განსაკუთრებით სასარგებლოა დაბინძურებული კედების მოსაწესრიგებლად. მცირე რაოდენობის კბილის პასტა ძველ ჯაგრისზე მოათავსეთ და დაბინძურებული ადგილი გახეხეთ. თავდაპირველად ჯერ რეზინის ზონა დაამუშავეთ, შემდეგ ნაჭრის. მის გასაწმენდად ხეხვა არ დაგჭირდებათ. წაუსვით პასტა, ცოტა ხანი დაააყოვნეთ და ნამიანი პირსახოცით გაწმინდეთ.{{ArticleSplitCont}}
2. სპირტი ტყავის ფეხსაცმელს ლაქებს მოაცილებს
ე.წ. სამედიცინო სპირტი საუკეთესო საშუალებაა ტყავის ფეხსაცმლიდან ლაქების მოსაშორებლად. ბამბა დაასველეთ სპირტში, დაამუშავეთ დალაქავებული ადგილი და 30 წუთით გააჩერეთ.{{ArticleSplitCont}}
3. სოდა კედებს განაახლებს
სპორტულ ფეხსაცმელს ხშირად უჩნდება უსიამოვნო სუნი. მისგან გასათავისუფლებლად გამოიყენეთ სოდა. ჩაყარეთ კედებში სოდა და მთელი ღამე გააჩერეთ.{{ArticleSplitCont}}
4. ფრჩხილების ქლიბი ნაკაწრებისა და ლაქების მოსაშორებლად
ფეხსაცმლიდან მშრალი და ნამიანი ლაქების მოსაშორებლად ფრჩხილების ქლიბი გამოგადგებათ. თავდაპირველად, ლაქა ნამიანი ნაჭრით დაამუშავეთ. თუ არ უშველა, ფრჩხილების ქლიბით ან ზუმფარის ქაღალდით დაამუშავეთ.{{ArticleSplitCont}}
5. ძმარი სუნისგან გაგათავისუფლებთ
ფეხსაცმლიდან უსიამოვნო სუნის მოშორებაში ძმარიც დაგეხმარებათ. ამისათვის ორ ლიტრ წყალში გახსენით 2 ჭიქა ძმარი და ჩაალაგეთ მასში სპორტული ფეხსაცმელი. ფეხსაცმელმა რომ არ ამოყვინთოს, სიმძიმისთვის რაიმე ჩაუდეთ.{{ArticleSplitCont}}
6. ვაზელინი ლაკირებული ფეხსაცმლის ბზინვარებისთვის
ლაკირებული ფეხსაცმელი დელიკატურ მოვლას საჭიროებს. მას სპეციალური კრემი ესაჭიროება, მაგრამ თუ ასეთი არ აღმოგაჩნდათ, კარაქით ან ვაზელინით დაამუშავეთ, შემდეგ კი რბილი ნაჭრით კარგად გააპრიალეთ.{{ArticleSplitCont}}
7. სიმინდის ფქვილი ლაქების ამოსაყვანად
ნატის (ზამში) ფეხსაცმელი რთული მოსავლელია, მაგრამ ადვილად დაუბრუნებთ პირვანდელ იერს, თუ ჯაგრისზე დაყრილი სიმინდის ფქვილით დაამუშავებთ. ჯერ კარგად გახეხეთ, მერე ცოტა ხანი გააჩერეთ, რომ ფქვილმა ცხიმი და ჭუჭყი შეიწოვოს.