ხელსაქმე

კულინარული ხრიკები საუკეთესო კერძების მოსამზადებლად

კულინარული ხრიკები საუკეთესო კერძების მოსამზადებლად
კერძების მომზადება ერთგვარი რიტუალია. მათი მომზადებისას გარკვეული წესების დაცვაა საჭირო. გამოცდილმა დიასახლისმა ზუსტად იცის, როგორი თანმიმდევრობით იმოქმედოს კულინარული შედევრის შესაქმნელად.

გთავაზობთ ეფექტურ და იოლ კულინარულ ხრიკებს, რომლებიც აუცილებლად გამოგადგებათ.

კულინარული ხრიკები

თვალები დაჭრისას რომ არ აგეწვათ, ჩაალბეთ ხახვი წყალში 15 წუთით.



ყავის მოდუღებამდე, დაამატეთ ცოტაოდენი მარილი და დარიჩინი - სასმელი წარმოუდგენლად არომატული გამოვა!


სალათებში მსხვილად დაფქული მარილი დაუმატეთ. იგი გემოს ბევრად აუმჯობესებს!



ნებისმიერ სალათს მარილი ბოლო მომენტში დაამატეთ, სუფრაზე გატანის წინ. უკეთესი გემოსთვის, მარილთან ერთად
ცოტაოდენი შაქარიც დაამატეთ.


იდეალური ტორტის საიდუმლო მარტივია! ცომის მოსამზადებლად ფქვილის, კარაქის, კვერცხისა და შაქრის რაოდენობა გრამებში ტანაბარი უნდა იყოს!


აუცილებლად დაამატეთ მარილი ცომში, თუნდაც ტკბილეულობისთვის. იგი გააუმჯობესებს ცომის ხარისხს და შეჰმატებს სასიამოვნო გემოს!

იდეალური ტაფამწვარის მოსამზადებლად, შეწვით ის არამხოლოდ კარაქში ან ზეთში, არამედ წყლის მეშვეობით. როდესაც ცილა გათეთრდება, დაასხით ცოტაოდენი წყალი. კვერცხი არ მიიწვება და მეტად ნაზი და სასარგებლო გახდება.



ბალზამიკის ძმარი არამხოლოდ შესანიშნავი სანელებელია ბოსტნეულის სალათებისთვის, მისი გამოყენება იტალიური პასტის მომზადებისას და ხორცის მარინადისთვის შეიძლება.



მოაპკურეთ რამდენიმე წვეთი ძმარი დაშაქრულ მარწყვს - ის არაჩვეულებრივ გემოს შეჰმატებს ხილს.

კოტლეტები მეტად წვნიანი და გემრიელი გამოვა, თუ მას პურის ნაცვლად ორცხობილას დავუმატებთ.

გაამშრალეთ ხორცის ნაჭრები შეწვამდე - ხრაშუნა კანი გარანტირებულია!

დაამატეთ ცომში ცოტაოდენი ალკოჰოლი: არაყი, რომი, კონიაკი. ეს ხრიკი ნამცხვარს მეტად არომატულსა და ხრაშუნას გახდის.


მოთუშეთ მწვანე ლობიო ლუდში. შემწვარ ხორცთან და ბოსტნეულთან ერთად ასეთი წესით მომზადებული ლობიო ძალიან გემრიელია!
წაუსვით ხორცს მდოგვი შეწვამდე 2-3 საათით ადრე, მეტად არომატული და გემრიელი კერძის მისაღებად.

დაამატეთ ცოტაოდენი სოდა ცივ, მაგარ ჩაის. ლიმონთან, პიტნასტან და დარიჩინთან ერთად ეს სასმელი გაგაგრილებთ ცხელი ზაფხულის დღეებში.

აუცილებლად გაამშრალეთ დანა გამოყენების და გარეცხვის შემდეგ, რათა დიდ ხანს არ დაბლაგვდეს.

მოაყარეთ უმ ხორცს მომზადებამდე ცოტაოდენი სოდა, გააჩერეთ 15 წუთით, შემდეგ ცივი წყლით გარეცხეთ - ხორცი დარბილდება.

ნებისმიერი კერძის გემოს გასაუმჯობესებლად, ცხელი კერძი აირღუმელში გაცხელებულ ჭურჭელში გაიტანეთ სუფრაზე, ცივი კი - მაცივარში გაცივებულ ჭურჭელში.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი