მაკარონს წყალი უნდა გადავავლოთ?
არა! ადრე უხარისხო მაკარონი იყიდებოდა, რომელიც მოხარშვისას ერთმანეთს ეწებებოდა.
ახლა ხარისხიანი მაკარონი იყიდება და იმისათვის, რომ ერთმანეთს არ შეეწებოს, მაკარონი მოხარშეთ მცირე რაოდენობის წყალში, თავახდილ ქვაბში. შეგიძლიათ, 1 ს/კ ზეთიც დაუმატოთ. სხვათა შორის, იტალიელი დიასახლისები მაკარონისთვის სოუსის მოსამზადებლად მაკარონისვე ნახარშს იყენებენ. ამიტომ მას ბოლომდე ნუ გადაღვრით.
შევწვათ თუ არა ზეითუნის ზეთში?
შესაწვავად გამოიყენეთ რაფინირებული ზეითუნის ზეთი, სალათებისთვის კი extra virgin, რადგან მან შეიძლება კერძს სპეციფიკური გემო შემატოს.
როდის დავუმატოთ პომიდორი სუპსა და ჩაშუშულში?
დაიმახსოვრეთ ერთი ოქროს წესი: მჟავა, რომელიც პომიდორშია, აჩქარებს ხორცის მომზადებას. ამიტომ, თუ ხორცს თუშავთ, პომიდორიც მაშინვე ჩადეთ, მაგრამ თუ წვნიანს ამზადებთ, პომიდორი მაშინ ჩაუმატეთ, როცა კარტოფილი, სტაფილო ან კომბოსტო უკვე მოხარშული იქნება.
კარტოფილი თავდახურულ ქვაბში მოვხარშოთ თუ ახდილში?
კარტოფილი, ისევე, როგორც სხვა ბოსტნეული, უნდა მოიხარშოს თავდახურულ ქვაბში. ცოტა წყალი დაასხით, რათა დუღილისას არ გადმოვიდეს.
შეიძლება თუ არა ცხელი კექსის ჭამა?
ახალგამომცხვარი კექსი ოთახში სასიამოვნო არომატს აფრქვევს, მაგრამ ის ცივი უნდა მიირთვათ. განსაკუთრებით კარგია მეორე დღეს.
გადავღვაროთ თუ არა ბოთლში მორჩენილი ღვინო?
მეორე დღისთვის ღვინო არომატს დაკარგავს და მას არავინ დალევს - მცდარი მოსაზრებაა. გადაასხით მცირე მოცულობის ბოთლში, მაცივარში შეინახეთ და მას ხორციანი კერძების მოსამზადებლად გამოიყენებთ.
რატომაა ინდაურის ფილე მშრალი?
ინდაურის ხორცი სასარგებლო, დიეტური პროდუქტია. მშრალი რომ არ გამოგივიდეთ, ტაფაზე 7-15 წუთზე მეტხანს ნუ გააჩერებთ. ცეცხლიდან მაშინ უნდა გადმოიღოთ, თითქმის მზად რომაა.
როგორ მოვამზადოთ ბროკოლი?
სასარგებლო პროდუქტი, რომელიც ბევრს არ უყვარს. მწვანე ბოსტნეული, ისეთი, როგორიცაა ბროკოლი, ბარდა და სატაცური, მცირე რაოდენობის, მარილიან წყალში უნდა მომზადდეს. მოხარშვისთანავე გადაწურეთ და გადაავლეთ ცივი წყალი. ამგვარად ბოსტნეული დიდი ხნით შეინარჩუნებს ვიტამინებს და სილამაზეს.
ღვიძლი - გემრიელი თუ სასარგებლო?
აუცილებელი პროდუქტია დაბალი ჰემოგლობინის მქონეთათვის, მაგრამ გასტრონომიულ სიამოვნებასაც მოგანიჭებთ. მთავარია, უპირატესობა მიანიჭოთ ძროხის ღვიძლს, ის უფრო ნაზია. მოაცალეთ ტყავი, 1 სმ-ის კუბებად დაჭერით და 2-2 წუთი შეწვით ორივე მხრიდან.
რა დავამატოთ პიცას?
ერთდროულად რამდენიმე და ბევრს ინგრედიენტი გაგიფუჭებთ პიცას. უყავით იმ რაოდენობის პროდუქტი, რომ პიცის ცომი ხრაშუნა დარჩეს და მისი ჭამა ხელით შეძლოთ.
როგორ მოვიქცეთ, თუ ტაფა თევზს იკრავს?
თევზი რომ დაიცვათ, მოაყარეთ მარილი შეწვამდე 15 წუთით ადრე. აგრეთვე, არ დაგავიწყდეთ, ზეთში მარილის ჩაყრა. ასე მომზადებული თევზი გემრიელიც იქნება და არც ფორმას დაკარგავს.