ხელსაქმე

რაზე არ უნდა დახარჯოთ დრო სახლის დალაგებისას

რაზე არ უნდა დახარჯოთ დრო სახლის დალაგებისას
თანამედროვე დიასახლისებს თავისუფალი დროის დაკარგვა სახლის დალაგებაზე არ სურთ. მათ უნდათ, დრო მეგობრებთან, ახლობლებთან ერთად გაატარონ ხოლმე.
არსებობს რამდენიმე საიდუმლო, რომელსაც დალაგება-დასუფთავების ექსპერტები გვიმხელენ.
”ყუთის პრინციპი” 

მიმოიხედეთ და მიხვდებით, რომ ბინაში უამრავი უსარგებლო ნივთი, აქსესუარი გაქვთ მიმოფანტული, რომლებიც არ გჭირდებათ და ადვილად მოთავსდება ყუთში. ასე შეამცირებთ მტვრის გავრცელებას ბინაში.
დაკავშირებული სურათი

კონცენტრაცია ერთ საქმეზე
ბინის დალაგება დიდ დროს მოითხოვს. თუ მას არ შეწყვეტთ ყავის დალევისა და სხვა საქმეების გამო, უსასრულოდ არ გაგეწელებათ.
gif cleaning house-ის სურათის შედეგი

შეცვალეთ დამხმარეები
ნუ დაგენანებათ ფულის გადახდა სისუფთავის ნივთებში. მაგალითად, შეიძინეთ
ერთჯერადი სველი ხელსახოცები, რომლითაც სახლსაც დაალაგებთ და ჩვრებისგან განსხვავებით, არც მათ გარეცხვაზე დაგეხარჯებათ დრო.
cleaning room gif-ის სურათის შედეგი
გამონახეთ დალაგებისთვის დღეში 5 წუთი
წაიკითხეთ წიგნი? დააბრუნეთ თაროზე. მოამზადეთ ვახშამი? გარეცხეთ ჭურჭელი. დაგესვარათ გაზქურა? დროულად გაწმინდეთ. ასე სისუფთავეს უფრო შეინარჩუნებთ, ვიდრე ჯერ ერთიანად დაანაგვიანოთ ბინა და მერე ერთიანად დაალაგოთ.
gif washing dishes-ის სურათის შედეგი
არ გაწმინდოთ ფანჯრები მზიან ამინდში

მზის სხივები მინის საწმენ სპრეის მომენტალურად აშრობს, მის გაწმენდას ვერ მოასწრებთ და ფანჯარზე ლაქები გაჩნდება. ამიტომ დაელოდეთ მოღრუბლულ ამინდს.
cleaning windows gif-ის სურათის შედეგი

იზრუნეთ კონდიციონერზე
სპეციალისტები გვირჩევენ, ის მინიმუმ თვეში ერთხელ მაინც გავწმინდოთ. ხოლო თუ იგი ქუჩის მხარესაა დამონტაჟებული, უფრო ხშირადაც. თუ ასე არ მოიქცევით, კონდიციონერის ფილტრი ვეღარ შეძლებს ჰაერის გაწმენდას, რამაც შეიძლება ალერგია გამოიწვიოს.
დაკავშირებული სურათი


სარეცხი და სახლის დალაგება სხვადასხვა დღეს დაგეგმეთ
დღეს გარეცხეთ სარეცხი, ხვალ კი სახლი დაალაგეთ ან პირიქით, რათა დღის ბოლოს სავარძელში ღონემიხდილი არ მიესვენოთ.
gif washing clothes-ის სურათის შედეგი
სითხე ავეჯს არ შეასხათ პირდაპირ

ავეჯის საწმენდი სითხე პირდაპირ ავეჯზე არ მიასხათ, მას ძნელად მოაშორებთ ან ლაქები გაუჩნდება. უმჯობესია, იგი ჩვარზე შეასხუროთ და მხოლოდ ასე გაწმინდოთ ავეჯი.
gif cleaning chair-ის სურათის შედეგი

წიგნები დახურულ თაროებში შეალაგეთ
მართალია, გსურთ, თქვენი მდიდრული ბიბლიოთეკა ყველამ ნახოს, მაგრამ ასე დაიცავთ წიგნებს მტვრისგან. რაც უფრო ნაკლები მტვერი იქნება, მით ნაკლებად მოგიწევთ სახლის დალაგება.
bookshelf gif-ის სურათის შედეგი

არ აჩქარდეთ
იმისათვის, რომ გაზქურამ ოლიმპიური მედალივით იბზინოს, მოთმინება უნდა გამოავლინოთ. ყველა საწმენდ საშუალებას აწერია: "გააჩერეთ 20 წუთი". ამ პერიოდში ნადები დარბილდება და მას ადვილად მოაშორებთ, ხეხვასა და დაღლას კი აიცილებთ.
dish washing machine gif-ის სურათის შედეგი

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28