ხელსაქმე

ექსპერტების აზრით, ქსოვა საოცარ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე

ექსპერტების აზრით, ქსოვა საოცარ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე
ქსოვა ჩხირებით, ყაისნაღით არასდროს კარგავს პოპულარობას. მაგრამ თუ წინდების, პულოვერის, ან პლედის მოქსოვა გაქვთ გადაწყვეტილი, უნდა იცოდეთ, რომ თბილ ნივთთან ერთად სასიამოვნო შედეგს მიიღებთ. როგორც გაირკვა, ქსოვას ჯანმრთელობის მდგომარეობის, ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლია.
1. არეგულირებს გულისცემას და არტერიულ წნევას

ქსოვა ხსნის დაღლილობას და ამშვიდებს ადამიანს. მოდუნება კი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი მდგომარეობაა. მოდუნებისას იკლებს კორტიზოლის დონე - ჰორმონის სტრესი, რომელიც საშიშია გულის მუშობისა და სისიხლძარღვოვანი სისტემისთვის. 

Image result for knitting  sweaters gif
2. თითები მოქნილი ხდება

თითების სწრაფი მოძრაობა ართრითის
წარმოქმნას უშლის ხელს, ქსოვის დროს სასურველია მცირე შესვენებები მოიწყოთ და თითები გაივარჯიშოთ, დაიზილოთ. 


3. უმჯობესდება მათემატიკური შესაძლებლობები

ქსოვის დროს უნდა მიუმატოთ, გამოაკლოთ, შედეგად ტვინი აქტიურდება. რაც აფერხებს დაბერების პროცესს.



შეიძინე საქსოვი მასალა ონლაინ

4. ნერვებს ამშვიდებს

ბევრისთვის ქსოვა მედიტაციასავითაა, რომელიც ტვინს ასვენებს და სულს ამშვიდებს.

Related image
5. აუმჯობესებს მეხსიერებას

"თვლების" თვლა, ორნამენტების გამოყვანა, მუდმივად ტვინის მუშაობას მოითხოვს.

6. დაგიამებთ ტკივილს

ქსოვა კონცენტრაციას მოითხოვს. მასზე გადართულს კი ტკივილი გავიწყდებათ. ეს ეხება ფიზიკურ ტკივილსაც, დეპრესიასაც და საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევასაც.

7. დაგიცავთ დანაყრებისგან

თუ ხელები ქსოვით გექნებათ დაკავებული, კანფეტისა და ორცხობილის აღებისთვის ვეღარ მოიცლით. ეცადეთ, ქსოვოთ, როცა ტელევიზორს უყურებთ.  

8. ტვინის დაბერებას აფერხებს

კვლევამ დაადგინა, რომ ასაკოვან ადამიანებს, რომლებიც სისტემატურად ქსოვენ, მეხსიერების დარღვევა არ აღენიშნებათ. 70-დან 89 წლამდე გამოკვლეულ მქსოველ ადამიანებს ჯანმრთელი ტვინი და კარგი მეხსიერება აქვთ.

Image result for knitting   gif
9. ცხოვრებას უსახავს მიზანს

ქსოვის დაწყებით ისახება მიზანი, მისი შესრულებით მიზანი სისრულეში მოდის, ხოლო შედეგი ადამიანს კმაყოფილების შეგრძნებას უქმნის. განსაკუთრებული ეფექტი აქვს, ახლობლისთვის რაიმეს მოქსოვას და მისი გაჩუქებით გამოწვეულ სიამოვნებას. 

10. მქოველს უმაღლებს თვითშეფასებას

"ეს მე მოვქსოვე" - ბედნიერების და თვითკმაყოფილების შეგრძნება იმატებს. ქსოვის დროს უამრავი იდეა იბადება და მათი განხორციელება ადამიანს მოდუნების უფლებას არ აძლევს. თითოეული შექმნილი ნივთი, მისით ტკბობა, მისი გარშემო მყოფებში მოწონება სასიამოვო შეგრძნებებს იწვევს მქსოველში.

11. უნიკალური ნივთის მფლობელი ხდებით

ნაქსოვი უნიკალური, ერთადერთი, ხელნაკეთი ნივთია. ქუდი, შარფი, სვიტერი, პლედი, სათამაშო თუ სხვა რამ, გექნებათ მხოლოდ თქვენ არავის სხვას მსგავსი.

გაუზიარეთ სტატია ქსოვისმოყვარულ მეგობრებს და გააგრძელეთ ქსოვა!

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93