ამ მარტივი წესების დაცვით თქვენ არამხოლოდ დაზოგავთ ფულს, არამედ, ისწავლით ახალი ტანსაცმლის მოვლასა და შენახვას.
ეცადეთ, შეძლებისდაგვარად შეიძინოთ კლასიკური ტანსაცმელი, რომელიც ნებისმიერ სეზონს უხდება. და ისეთი, რომ დიდხანს გემსახუროს... აქვე კი დაიმახსოვრეთ სამოსის მოვლის რეკომენდაციები:
რეცხვა
გარეცხეთ ცივ წყალში რბილი სარეცხი საშუალებებით მათეთრებლის გარეშე.
თხელი ქსოვილები უმჯობესია ხელით გარეცხოთ.
გაშრობა
ნუ გამოიყენებთ საშრობს: მაღალი ტემპერატურა "აჯენს" ქსოვილს და დამანგრეველი ეფექტი აქვს მასზე.
რეცხვისას თხევადი დამარბილებელის გამოყენებით გაამშრალეთ ტანსაცმელი თოკებზე. ეს არამხოლოდ გაუხანგრძლივებს ტანსაცმელს სიცოცხლეს, არამედ, ელექტროენერგიის ეკონომიასაც გასწევს.
ლაქები
ლაქები აფუჭებს ტანსაცმელს. მუდამ ატარეთ თან ლაქების ამომყვანი, რომ მყისიერად მოაცილოთ ტანსაცმელს ლაქა.
შენახვა
გამოიყენეთ სწორი საკიდები" პარალელური - თეთრეულისთვის, ხის - პიჯაკებისა და ქურთულებისთვის. პლასტმასის კი - დანარჩენი ტანსაცმლისთვის.
დაცვა
პარფიუმერიამ და კოსმეტიკამ შეიძლება ტანსაცმელი დაააზიანოს. ამიტომ, ჯერ წაისვით, მერე კი ჩაიცვით ტანსაცმელი.
წინსაფრები
კერძების მომზადებისას გამოიყენეთ წინსაფრები, ცხიმის წვეთებმა ტანსაცმელს ზიანი რომ არ მიაყენოს.
გარეცხვის წინ შეკარით ელვები ჯინსებზე, რათა მანქანამ თხელი ქსოვილის პერანგები და მაისურები არ დააზიანოს.