ისეთი სიანტერესო აქსესუარის შესახებ, როგორიც შარფი-ტრანსფორმერია, ალბათ, დიდი ხნის წინ გსმენიათ, მაგრამ იგი ამ სეზონზეც აქტუალურია და ხელის ერთი მოსმით გადაკეთდება სნუდად, კაბად, ქვედაკაბად, ბოლეროდ, ჟილეტად, ქუდი-კაპონად და კიდევ უამრავ ვარიანტად, ყველაფერი თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული.
ამბობენ, რომ შარფი-ტრანსფორმერი იაპონელებმა მოიგონეს. ისინი ხომ მრავალფეროვნები და ფანტაზიორები არიან.
ვინ იტყვის უარს ისეთ მოდურ აქსესუარზე, როგორიც შარფი-ტრანსფორმერია.
გთავაზობთ შარფი-ტრანსფორმერის მოხდენის ვარიანტებს, მაგრამ თუ მისი მოქსოვა თავად გსურთ, მოიმარაგეთ წელვადი ძაფი "ბალახი" და საქსოვი ჩხირები №7.
აკრიფეთ 100 თვალი და მოქსოვეთ წრიულად, სიგრძე თქვენს სურვილზეა დამოკიდებული. შარფ-ტრანსფორმერს თავსა და ბოლოში ყაისნაღით მოაქსოვეთ ბოლო რიგი. იხილეთ ვიდეო მასტერკლასი
როგორ მოვქსოვოთ ფაფუკი და მსუბუქი შარფი-ტრანსფორმერი: 2 მარტივი სქემა და აღწერა