სახლის დალაგების პერსპექტივა გაღონებთ? არ გიყვართ რეცხვაზე, გაუთოებასა და სხვა საშინაო საქმეებზე დროის ხარჯვა? ჩვენ 10 ხერხი ვიპოვეთ იმისათვის, რომ დრო უფრო საინტერესო რამეებს დაუთმოთ და ამასთან, შინ უზადო სისუფთავე შეინარჩუნოთ.
1. გაუთოება უთოს გარეშე
უბრალოდ, გაფინეთ ტანსაცმელი სააბაზანოში, მოუშვით ცხელი წყალი ისე, რომ ოთახი დაორთქლდეს. ორთქლი ყველა ნაკეცს გაასწორებს. შემდეგ კი გაფინეთ გარეთ და ბოლომდე გააშრეთ ტანსაცმელი. მზადაა!
2. დაუბრუნეთ ფეხსაცმელს პირვანდელი იერსახე
შავ ან მუქ ფეხსაცმელს პირვანდელ იერსახეს დაუბრუნებთ, თუ მას იაფფასიან სქელ მკვებავ საცხს წაუსვამთ. კედების რეზინის ძირებს კი სიქათქათეს კბილის პასტით გაწმენდა დაუბრუნებს.
3. დეოდორანტის კვალის ამორეცხვა
გამოიყენეთ Ariel PODs 3 1-ში: ახალი კაფსულები განსაკუთრებული კონცენტრირებული შემადგენლობით. უბრალოდ, შეაგდეთ კაფსულა სარეცხ მანქანაში და უკვე 30 წუთში იდეალურად სუფთა ტანსაცმელს მიიღებთ.
4. აირღუმელის ცხიმის მოცილება
მოამზადეთ ხსნარი: ¼ ჭიქა ჭურჭლის სარეცხი საშუალება, ნახევარი ჭიქა სოდა, ¼ ჭიქა პეროქსიდის წყალბადის ხსნარი, 1 ლიმონის ცედრა, 1 ს.კ. ძმარი. შეურიეთ და წაუსვით აირღუმელის ზედაპირს. დახურეთ კარი და განაგრძეთ თქვენი საქმეები. მინიმუმ 4 საათის შემდეგ სველი ღრუბელი მოუსვით ზედაპირს: აირღუმელი ახალივით გაიბრწყინებს.
5. ავტოკალამის კვალის მოცილება
თუ ტანსაცმელი მელნით დაგესვარათ, საკმარისია, მოუსვათ აცეტონი ლაქაზე და კვალი გაქრება.
6. ტყავის გაცვეთილი ავეჯის შენიღბვა
შეარჩიეთ შესაფერისი ფერის ფეხსაცმლის ხარისხიანი საცხი, წაუსვით ავეჯის გახეხილ ადგილებს და დატოვეთ მთელი ღამით.
7. ბლენდერის გარეცხვა
ჩაასხით ბლენდერში თბილი წყალი, დაამატეთ ცოტაოდენი თხევადი საპონი, ჩართეთ 2 წუთით. სულ ესაა!
8. ტონალური საცხის კვალის მოცილება
გარეცხვის წინ ლაქაზე წაუსვით საპარსი ქაფი და დატოვეთ, სანამ ბოლომდე არ შეიწოვს. ყველაზე მყარი ტონალურის კვალიც კი გაქრება.
9. ზამშის ფეხსაცმლის განახლება
პატარა გახეხილობებს სკოლის საკანცელარიო საშლელი გააქრობს, უფრო დიდებს კი - ფრჩხილების ქლიბი.
10. ბინას რომ ახლად დალაგებულის იერსახე მივცეთ
უბრალოდ, გააპრიალეთ სარკეები, მინის კარები და ფანჯრები სპეციალური ხელსახოცით ან სპრეით. არაფერი ისე არ ანახლებს სახლს, როგორც მბზინავი მინა!