ხელსაქმე

როგორ გავარკვიოთ სარეცხის ფხვილის ხარისხი სწრაფად: მარტივი ხრიკი მოულოდნელი შედეგით

როგორ გავარკვიოთ სარეცხის ფხვილის ხარისხი სწრაფად: მარტივი ხრიკი მოულოდნელი შედეგით
დღეს უამრავი სარეცხი საშუალება იყიდება. რეკლამის თანახმად, ყველა ერთმანეთზე საუკეთესოა, მაგრამ როგორ გავიგოთ, სინამდვილეში რომელია კარგი. ამისათვის მარტივი ხერხი არსებობს: ერთ ჭიქა წყალში ჩაყარეთ 1 სადილის კოვზი სარეცხის ფხვნილი. ჩააგდეთ მასში მაგრად მოხარშული კვერცხის ცილა.


24 საათის გასვლის შემდეგ, თუ ცილა უცვლელი დარჩა, ფხვნილი დაბალი ხარისხისაა, თუ ცილა მორბილდა და წყალში ცოტათი მაინც გაიშალა - ფხვნილი გამოგადგებათ ფერადი და ნაკლებად დალაქავებული სამოსის გასარეცხად; ხოლო თუ კვერცხის ცილა სრულიად დადნა წყალში - ფხვნილი საუკეთესოა რთულად დალაქავებული
ნივთების გასარეცხად.


სარეცხი ფხვნილების ხარისხის გამოსავლენად კიდევ ერთ ექსპრეს-ტესტს გთავაზობთ
: ერთნაირ მინის ქილებში ჩაასხით 50 მლ წყალი. დაუმატეთ 1/4 ჩაის კოვზი სარეცხის ფხვილი. შემდეგ თითოეულში დაუმატეთ 2 წვეთი ბრილიანტის მწვანე ("ზილიონკა"). მოურიეთ და დააკვირდით ფერის ცვლილებას.

თუ სარეცხის ფხვნილი საუკეთესო მათეთრებელია, წყალი მალევე დაიბრუნებს თეთრ ფერს და მასში ძვირფასი ნივთების გარეცხვის არ შეგეშინდებათ.

FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 3 /
თაკო
რატომაც არა, ექსპერიმენტები ზალიან მიყვარს.
23:31 / 02-05-2017
გამოხმაურება / 0 /
მმმმმმმმ
ვისაც გვცხელა ექსპერიმენტისთვის გაგვატარეთ.
22:40 / 23-01-2017
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93