ლამაზ თეთრეულს მაგიური ძალა აქვს. თუნდაც ტომარით შეიმოსო, თუ შიგნით კარგი ხარისხის თეთრეული გაცვია, თავს სუპერლამაზმანად გრძნობ.
ზაფხულობით, ალბათ, ღია ფერის ტანსაცმელს ანიჭებთ უპირატესობას. შესაბამისად, თეთრეულიც ღია ფერისაა. მაგრამ ასეთი თეთრეული მალევე კარგავს იერსახეს.
მაგრამ არსებობს ერთი ნაცადი ხერხი, რომელიც საცვლებს სიყვითლეს მოაცილებს. სწორედ ამ რეცეპტს შემოგთავაზებთ დღეს.
ბიუსტჰალტერის გათეთრება
ინგრედიენტები
2 ს.კ. მარილი
1 ს.კ. სოდა
1 ს.კ. სარეცხის ფხვნილი
გამოყენება
ჩაასხით თასში თბილი წყალი, დაამატეთ ინგრედიენტები და მოურიეთ.
მოათავსეთ ბიუსტჰალტერი და დატოვეთ 15 წუთით. შემდეგ გაავლეთ თბილი წყლით. ნუ გააშრობთ რადიატორზე, რადგან იგი ტოვებს ყვითელ ლაქებს.
ეს ხრიკი გამოგადგებათ ღია ფერის მაისურებისა და პერანგების შემთხვევაშიც.
ასევე იხილეთ:
ბიუსტჰალტერის ტარების 8 შეცდომა, რომელიც ცხოვრებას გვიმწარებს