ხელსაქმე

საპნის გამოყენების 12 ძალიან მოულოდნელი მეთოდი, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოგადგებათ

საპნის გამოყენების 12 ძალიან მოულოდნელი მეთოდი, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოგადგებათ
ხელების დაბანვის გარდა, საპონი შეგიძლიათ ბევრი სხვა დანიშნულებითაც გამოიყენოთ.
1. თუ ”ბინძური საქმის” გაკეთებას აპირებთ, ფრჩხილებით ჯერ საპონი დაკაწრეთ და ჭუჭყი ფრჩხილების ქვეშ აღარ შევა.

2. ქურთუკზე ან შარვალზე გაჭედილი ელვა ადვილად გაიხსნება, თუ მას საპონს წაუსვამთ.

3. ხის იატაკმა რომ არ იჭრიალოს, პარკეტს შორის ღარებს საპნიანი წყალი წაუსვით.

4. საპნის ხსნარით დაამუშავეთ ოთახის მცენარის დაავადებული ფოთლები.

5. თუ საპონს სახეხზე გახეხავთ, შესანიშნავ სარეცხის ფხვნილს მიიღებთ, რომლითაც საბავშვო ტანსაცმელს გარეცხავთ.

6. თუ გინდათ, კედელში ლურსმნის ხვრელი ამოავსოთ, წაუსვით მას თეთრი
საპონი, სანამ სივრცე მთლიანად არ ამოივსება.

7. საპონი დაგეხმარებათ იატაკიდან ჩამსხვრეული მინის უხილავი ნაწილების აკრეფვაში. მოატარეთ საპონი იმ ადგილს, სადაც ჭურჭელი ან მინა დაგემსხვრათ.

8. ფეხსაცმლის ტყავმა ფეხი რომ არ გატკინოთ, შიგნიდან უხეშ ადგილებს საპონი კარგად წაუსვით.

9. თუ სათვალის მინებს საპნიანი წყლით გარეცხავთ, ტემპერატურის ცვალებადობის დროს ის არ დაიორთქლება.

10. თუ საკეტში გასაღები ცუდად შედის, წაუსვით გასაღებს საპონი.

11. პერანგის საყელო რომ არ გაყვითლდეს, დაამუშავეთ საპნით, სანამ სარეცხის მანქანაში შეაგდებთ.

12. თუ თითიდან ბეჭდის გამოძრობა გიჭირთ, საპონი დაგეხმარებათ. 
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ლალო
ბრავო და მადლობა!
01:06 / 17-04-2017
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი