როგორ დავამზადოთ იდეალური საწმენდი არომატიზირებული საშუალება მხოლოდ 2 ინგრედიენტით - Marao

როგორ დავამზადოთ იდეალური საწმენდი არომატიზირებული საშუალება მხოლოდ 2 ინგრედიენტით

2020-03-22 10:16:24+04:00

თუ ტყეში ან სკვერში გაისეირნებთ, აუცილებლად მოწყვიტეთ ფიჭვის ან ნაძვის რამდენიმე ტოტი. წიწვებისგან იდეალურ საწმენდ საშუალებას დაამზადებთ.

დაგჭირდებათ მხოლოდ 2 ინგრედიენტი: ძმარი და ფიჭვის ტოტები.

ძმარი – ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა ფანჯრების, სარკის და ავეჯის გასაწმენდად.

მომზადების წესი:

ძმარი (უსუნო) 1 ლ

ნაძვის ან ფიჭვის წიწვები

ქილაში მოათავსეთ ნაძვის წიწვები და დაასხით ძმარი.

რამდენიმე კვირით დადგით ქილა ბნელ და მშრალ ადგილას.

4-დან 6 კვირამდე სითხე მზად იქნება.

სითხე შეგიძლიათ გადაიღოთ პულველიზატორიან ბოთლში.