12 ჰობი, რომელიც თქვენს ცხოვრებას უკეთესს გახდის - Marao

12 ჰობი, რომელიც თქვენს ცხოვრებას უკეთესს გახდის

2020-09-23 09:52:52+04:00

ჰობი - საქმიანობაა, რომელიც თავისუფალ დროს სიამოვნებას გვანიჭებს. გავერკვეთ, რომელი ჰობი გვიუმჯობესებს ცხოვრებას.

  1. კითხვა - სამეცნიერო კვლევამ დაამტკიცა, რომ კითხვა მოგიხსნით სტრესს. აუმჯობესებს ძილს. იკითხეთ ძილის წინ.
  2. მებაღეობა - სასარგებლო ფიზიკური დატვირთვაა. ამცირებს დემენციის განვითარების რისკს. თანაც, სუფრაზე თქვენი მოყვანილი ხილი და ბოსტნეული გექნებათ.
  3. მედიტაცია - მოგიხსნით სტრესს, დაგირეგულირებთ არტერიულ წნევას, გაგიუმჯობესებთ იმუნიტეტს, კონცენტრაციას.
  4. ჭადრაკი - ტვინის ორივე სფერო მუშაობს. აქტიურდება ლოგიკური და აბსტრაქტული აზროვნება. ვარჯიშდება ოპერატიული მეხსიერება.
  5. პიანინოზე დაკვრა - აუმჯობესებს კოორდინაციას. გარდა ამისა, კვლევამ დაამტკიცა, რომ ეს ჰობი IQ-ის დონეს 7 პუნქტით ამაღლებს.
  6. ცეკვა - სასიამოვნო ფიზიკური დატვირთვაა, მოგიხსნით სტრესს, აგიმაღლებთ სეროტონინის დონეს.
  7. გუნდური სპორტი - ახალი ადამიანების გაცნობს საშუალებაა, თანაც დროის საინტერესოდ გატარებას შეძლებთ.
  8. საბრძოლო ხელოვნება - ფიზიკური აქტივობა და აღმოსავლური ფილოსოოფიის შესწავლა გაგიუმჯობესებთ კოორდინაციას, გამძლეობას, ტვინისა და სხეულის მუშაობას.
  9. ბლოგერობა - ნებისმიერი ჰობის დროს შეგიძლიათ იყოთ ბლოგერი, გამოთქვათ საკუთარი აზრი და სხვებს მისცეთ მათი კითხვის საშუალება.
  10. ონლაინ კურსები - ცოდნა ძალაა! აუმჯობესებს ტვინის მუშაობას. გაიგებთ ახალს, ახალ თანამდებობაზე გადახვალთ, დაწინაურდებით.
  11. უცხო ენის შესწავლა - შეგეძლებათ უცხო საზღვარგარეთ მცხოვრებ ადამიანებთან ურთიერთობა. თანაც, რეზიუმეშიც საპატიო ადგილს დაიკავებს უცხო ენის ცოდნა.
  12. ქსოვა - მოგადუნებთ, გიხსნით დეპრესიისა და შფოთისგან. თანაც, თქვენს გარდერობში ახალი ნივთები გაჩნდება.