თუ სახლში ეს ნივთები გაქვთ, სასწრაფოდ მოიშორეთ...
1. უსარგებლო კოსმეტიკა
ფუნჯები და სპონჯი პერიოდულად უნდა გამოცვალოთ. პომადა, რომელსაც უსიამოვნო სუნი გაუჩნდა ან წვეთებით დაიფარა, გადასაგდებია. ჩრდილების პალიტრა, რომლიდანაც ერთ ფერს ხმარობდით და გაგითავდათ, დანარჩენი კი ხელუხლებელია, უნდა გადააგდოთ ან გააჩუქოთ. საერთოდ, წელიწად-ნახევარში ერთხელ რევიზია ჩაუტარეთ კოსმეტიკას.
2. ინსტრუქციები და ქვითრები
თუ გაფუჭებული ბლენდერი გადააგდეთ, მის ინსტრუქციას რატომღა ინახავთ? გათავისუფლდით სარეკლამო ბუკლეტებისა და ქვითრებისგანაც.
3. დაზიანებული ავეჯი
ან შეაკეთებინეთ, ან გადააგდეთ. თუ იგი შეინახეთ და ორი წლის განმავლობაში არ გაგხსენებიათ, ე.ი. არც გჭირდებათ.
4. მოძველებული გაჯეტები
გამოკითხვის თანახმად, 68 პროცენტი ინახავს ძველ მობილურებს, ფოტოაპარატებს და სხვა ტექნიკას. იცით, რომ ზოგიერთის ჩაბარება და მათში ფულის აღება შეგიძლიათ?
5. წაკითხული ბელეტრისტიკა
არსებობს წიგნები, რომლები ერთი ამოსუნთქვით იკითხება, მაგრამ მხატვრულ ლიტერატურას არ წარმოადგენს. ასეთივეა ჟურნალ-გაზეთებიც. ამიტომ მათი შენახვა საჭირო არაა. მაკულატურის ჩაბარებითაც შეგიძლიათ სასურველი წიგნი შეიძინოთ.
6. დაზიანებული სამოსი
გათავისუფლდით იმ სამოსისგან, რომელიც ორ წელზე მეტი არ გეცვათ, დაზიანებულია, არ შეკეთდება ან გეზარებათ წვალება.