როგორც წესი, ჰერმეტულ პაკეტებს პროდუქტების შესანახად და გასაყინად ვიყენებთ, მაგრამ მათი გამოყენება სხვა დანიშნულებითაც შეგიძლიათ.
გასაყინად
შეგიძლიათ გაყინოთ: ხილი, კენკრა, ბოსტნეული, სოკო, მოათავსოთ ზიპიან პაკეტში, გამოდევნოთ ზედმეტი ჰაერი და საყინულეში შეინახოთ.
მწვანილისთვის
თუ ბევრი შეიძინეთ, გარეცხეთ, გააშრეთ, დაჭერით და ზიპიან პაკეტში მოათავსეთ. მომავალში კერძის მომზადების დროს მწვანილზე დროის დაკარგვა აღარ მოგიწევთ. მწვადისთვის
ხორცის მარინადი ზიპიან პაკეტში მოათავსეთ. არც სითხე გადმოიღვრება და ხორციც წვნიანი დარჩება.
წასახემსებლად
გარეცხილი, დაჭრილი და მშრალი ხილი ზიპიან პაკეტში მოათავსეთ და სამსახურში წაიღეთ ან ბავშვისთვის გაიყოლეთ, სეირნობისას რომ წაიხემსოს.
საფანელისთვის
იმისათვის, რომ შესაწვავი პროდუქტი სწრაფად ამოავლოთ საფანელში, მოათავსეთ ზიპიან პაკეტში ჯერ საფანელი (საფანელი/ფქვილი, მარილი, პილპილი), შემდეგ ბოსტნეული და კარგად დაფერთხეთ.
ბოსტნეულისთვის
თუ მწნილის მომზადების დროს დაჭრილი კომბოსტო ან სტაფილო დაგრჩათ, შეინახეთ ზიპიან პაკეტში და მომავალში წვნიანის გაკეთების დროს გამოიყენეთ.
კონდიტერებისთვის
თუ თან არ გაქვთ კულინარიული პაკეტი, ზიპიანით ჩაანაცვლეთ.
სააბაზანო აქსესუარები
შვებულებაში წასვლამდე სააბაზანო ნივთები ზიპიან პაკეტში მოათავსეთ. მათ უფრო დაცულად ჩაიტანთ დანიშნულების ადგილზე.
საბუთების შენახვა
მოულოდნელობებისგან დაცული არავინაა. მოგზაურობის დროს საბუთები შეინახეთ ზიპიან პაკეტში.
ხელსაქმისთვის
ხელსაქმის წვრილ-წვრილი ნივთები რომ არ გაგეფანტოთ და გამჭვირვალე პაკეტში ადვილად შეძლოთ მათ მოძებნა, ზიპიან პაკეტში შეინახეთ.
ბავშვებისთვის
ფანქრები, ფლომასტერები და მინი-სათამაშოებიც კი შეგიძლიათ შეინახოთ ზიპიან პაკეტში.
დელიკატური ნივთები
ტრუსები, ტამპონები და საფენები ზიპიან პაკეტში მოათავსეთ და შემდეგ ჩადეთ ჩანთაში.
გაჯეტებისთვის
კაბელები, დამტენი, ყურსასმენი და ყველა დელიკატური აქსესუარი ზიპიანი პაკეტით ატარეთ.
მინი-აფთიაქი
ჰერმეტულ და გამძლე ზიპიან პაკეტში წამლებიც მოთავსდება და დანიშნულებებიც.