ხელსაქმე

საჩუქრების იდეები მათთვის, ვინც secret santa-ს თამაშობს

საჩუქრების იდეები მათთვის, ვინც secret santa-ს თამაშობს
ახალი წელი ახლოვდება და ალბათ უკვე დაიწყეთ "სეკრეტ სანტას" თამაში. ადრესატისთვის საჩუქრის შერჩევა, არც თუ ისე მარტივია. წარმოგიდგენთ რამდენიმე ორიგინალურ, სახალისო და ძალიან სასიამოვნო საჩუქარს, რომელიც ძვირი არ დაგიჯდებათ და მიმღებიც ძალიან გახარებული დარჩება.

1. საახალწლო თემატიკის ჭიქა ჩაისთვის



ზამთარში ყველას უყვარს ცხელი ჩაის ან ყავის დალევა, ამიტომაც შესანიშნავი საჩუქარია მოზრდილი ზომის ჭიქის ჩუქება.


2. ლამაზი საახალწლო წინდები/სვიტერი



აარჩიეთ ფუმფულა წინდები ან სვიტერი, რომელიც მოხატული იქნება საახალწლო ორნამენტებით.
ეს ყველას ძალიან გაახარებს და საახალწლო განწყობას შეუქმნის.


3.სასაჩუქრე ნაკრები




დანაზოგების მასტიმულირებელ პლატფორმაზე hotsale.ge შეგიძლიათ შეიძინოთ სასაჩუქრე ნაკრებები, რომელშიც შედის: ჭადრაკის დაფა, მათარა, 4 ცალი ჭიქა, ძაბრი. მამაკაცისთვის ეს ძალიან კარგი საჩუქარი იქნება!


4. სასმელი



ვის არ გაუხარდება საჩუქრად წითელი მშრალი ღვინო? ის ხომ უნივერსალური საჩუქარია? თანაც სასმელის შეძენა ონლაინ შეგიძლიათ და კურიერი მას დანიშნულების ადგილზე მოგიტანთ!

5. წიგნები


წიგნი ეს ის საჩუქარია, რომელსაც სეზონი არ აქვს. აჩუქეთ თქვენთვის საყვარელი წიგნი კითხვის მოყვარულებს. ამაზე უკეთესი საჩუქარი შეუძლებელია მოიფიქროთ.


6. პიჟამა



პიჟამა იდეალური საჩუქარია ახალი წლისთვის, რადგან ამ პერიოდში უმეტესობას არდადეგები/ შვებულება აქვს და უმეტეს დროს სახლში პიჟამაში ატარებენ. ეცადეთ პიჟამა იყოს ირმებიანი, ეს უფრო მეტად შეუქმნის მას საახალწლო განწყობას.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93