ხელსაქმე
ორიგინალური სალათა "გვირგვინი" საახალწლო სუფრისთვის
ორიგინალური სალათა "გვირგვინი" საახალწლო სუფრისთვის
"საშობაო გვირგვინი" - ასე ჰქვია სალათას, რომელიც საახალწლო სუფრას გაგილამაზებთ. თუ ერთ ინგრედიენტს - მწყრის კვერცხს ამოიღებთ, იგი შეიძლება სამარხვოდაც ჩაითვალოს. სოუსად კი შეგიძლიათ ჰუმუსი გამოიყენოთ.

დაგჭირდებათ:

  • საშუალო ზომის ბროკოლი;
  • 100 გრამი ჩერი;
  • 1/2 წითელი და 1/2 ყვითელი ტკბილი წიწაკა;
  • 10 ცალი მწყრის კვერცხი;
  • ზეითუნის ზეთი
  • მარილი, კამა და წიწმატი მოსართავად.

სოუსისთვის: 200 გრამი არაჟანი, სუნელები და მარილი ან სვანური მარილი.

მომზადება:

ბროკოლი ყვავილებად დაშალეთ და გრილზე ან ორთქლზე მოამზადეთ. მოასხით ზეითუნის ზეთი და მოაყარეთ სანელებლები.

სოუსისთვის: არაჟანში გახსენით სანელებლები, დაუმატეთ კამა.

მორთვა: აიღეთ ბრტყელი, დიდი
თეფში. შუაში მოათავსეთ სოუსის ფიალა. გარშემო შემოუწყვეთ ინგრედიენტები. ტკბილი წიწაკისგან გამოჭრილი ბაფთით, ვარსკვლავებითა და წიწმატით მორთეთ სალათა.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31