"საშობაო გვირგვინი" - ასე ჰქვია სალათას, რომელიც საახალწლო სუფრას გაგილამაზებთ. თუ ერთ ინგრედიენტს - მწყრის კვერცხს ამოიღებთ, იგი შეიძლება სამარხვოდაც ჩაითვალოს.
სოუსად კი შეგიძლიათ ჰუმუსი გამოიყენოთ.
დაგჭირდებათ:
- საშუალო ზომის ბროკოლი;
- 100 გრამი ჩერი;
- 1/2 წითელი და 1/2 ყვითელი ტკბილი წიწაკა;
- 10 ცალი მწყრის კვერცხი;
- ზეითუნის ზეთი
- მარილი, კამა და წიწმატი მოსართავად.
- სოუსისთვის: 200 გრამი არაჟანი, სუნელები და მარილი ან სვანური მარილი.
მომზადება:
- ბროკოლი ყვავილებად დაშალეთ და გრილზე ან ორთქლზე მოამზადეთ. მოასხით ზეითუნის ზეთი და მოაყარეთ სანელებლები.
- სოუსისთვის: არაჟანში გახსენით სანელებლები, დაუმატეთ კამა.
- მორთვა: აიღეთ ბრტყელი, დიდი თეფში. შუაში მოათავსეთ სოუსის ფიალა. გარშემო შემოუწყვეთ ინგრედიენტები. ტკბილი წიწაკისგან გამოჭრილი ბაფთით, ვარსკვლავებითა და წიწმატით მორთეთ სალათა.
<div></div>