შეიძლება არ აღიაროთ, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი იმაზე ხშირად უნდა ცვალოთ, ვიდრე ამას აკეთებთ.
გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ღრუბელი კვირაში ერთხელ აუცილებლად უნდა გამოცვალოთ, მაშინაც კი, თუ მას საფუძვლიანად რეცხავთ და დეზინფექციას უკეთებთ.
დეზინფექციის დროს ნადგურდება ბაქტერიების მხოლოდ 60%. თუ ვერ ახერხებთ სარეცხი ღრუბლის გადაგდებას, სცადეთ ეს ხერხი:
მოაჭერით მას ერთი კუთხე და ჭურჭლის გასარეცხად აღარ გამოიყენოთ. თქვენი ოჯახის წევრებსაც ეცოდინებათ, რომ კუთხემოჭრილი ღრუბლით არაფერი გარეცხონ.
კუთხემოჭრილი ღრუბელი ნიჟარის ქვეშ შეინახეთ. ის გამოგადგებათ ნაგვის ურნის, უნიტაზის, საბავშვო ეტლის ან ველოსიპედის ბორბლების გასაწმენდად.
მოგეწონათ ლაიფჰაკი? გაუზიარეთ მეგობრებს