ხელსაქმე

როგორ უნდა მოამზადოთ საკუთარი ხელით უნიტაზის გამწმენდი გუნდები?

როგორ უნდა მოამზადოთ საკუთარი ხელით უნიტაზის გამწმენდი გუნდები?
უნიტაზის სისუფთავის შესანარჩუბლად უამრავ ფულსა და ძალისხმევას ვხარჯავთ. ჰიგიენური საშუალებები ძვირიც ღირს და არც ხეხვის პროცესია ადვილი. ქიმიის ზემოქმედება კი საზიანოა და განსაკუთრებით, ბავშვებისთვის. თუმცა, არსებობს იაფფასიანი, მაგრამ ეფექტური საშუალება დეზინფექციის ჩასატარებლად და ჰაერის გასაწმენდად.

უნიტაზის ამ არომატიზატორებს გუნდების ფორმა აქვს. ისინი უნიტაზში უნდა ჩაყაროთ. მათ დასამზადებლად დაგჭირდებათ:
1 სადილის კოვზი სოდა, 1/4 ს/კ ლიმონმჟავა, 0,5 ჩაის კოვზი ძმარი, 1 ს/კ 6%-იანი წყალბადის ზეჟანგი და 15-20 წვეთი საყვარელი ეთერზეთი (შეგიძლიათ რ
ამდენიმე წვეთის არომატი შეურიოთ ერთმანეთს).
ამ ინგრედიენტებიდან 30 ცალი გუნდა გამოგივათ და დღეში ერთი ცალი უნდა გამოიყენოთ.

იხილეთ დამზადების წესი
ბეჭდვა
e87a93