ხელსაქმე

სამზარეულოს ცოცხის "მაგია"

სამზარეულოს ცოცხის "მაგია"
ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეშიც კი არსებობს გარკვეული "ცრურწმენები", რომლებიც უბრალო, საოჯახო ცოცხს უკავშირდება. ასე მაგალითად, ჩემი გურული ბებია არასოდეს გვიდა ოთახებს მზის ჩასვლამდე, თუკი იმ დღეს სახლიდან ვინმეს შორს გზაზე უწევდა გამგზავრება. მიაჩნდა, რომ ეს "ცუდის ნიშანია" ან ვინმე იავადმყოფებს.

გარდა ამისა, არსებობს კიდევ ბევრი მინიშნება იმის შესახებ, თუ რა სახის ენერგეტიკული გავლენა გააჩნია უბრალო ცოცხს ჩვენს ცხოვრებაში (ნუ დაგავიწყდებათ, რომ ცოცხი, შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, ალქაჯებისა და გრძნეულების გადაადგილების ერთ-ერთი
მთავარი ატრიბუტი გახლდათ).

უნდა გახსოვდეთ, რომ ცოცხი ყოველთვის ტარით ზემოთ დადოთ. ეს ოჯახში ბარაქიანობის სიმბოლოა.

არასოდეს გადახვეტოთ ცოცხით პარმაღი - სიღარიბე და ფულის გადინება იცის.

ცოცხზე გადაბიჯებას ოჯახში ჩხუბი და კინკლაობა მოაქვს.

ძველი (დაძენძილი) ცოცხი სასწრაფოდ ახლით შეცვალეთ, თუ არ გინდათ, რომ ფინანსური საქმეები უკან წაუვიდეს ოჯახის უფროსს.

ახალი ცოცხით ძველი სლავები ხეებს ურტყამდნენ ძირებში. ამბობდნენ, ასე მოსავლიანობა იზრდებაო.

ჭირვეულ თოთო ბავშვებს კი ახალ ცოცხს მოატარებდნენ დაძინებულზე, ნაკლებად ჭირვეული ხასიათის გაიზრდებაო. გაგრძელება



ცოცხის ჯადოსნური თვისებები

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93