ხელსაქმე

დუბაიში უძვირფასესი ტორტი დაამზადეს, რომლის ღირებულება 1 მლნ დოლარია

დუბაიში უძვირფასესი ტორტი დაამზადეს, რომლის ღირებულება 1 მლნ დოლარია
დუბაიში ქორწილში მოხვედრილმა სტუმრებმა უჩვეულო ტორტი - "პატარძალი" დააგემოვნეს. იგი ბრიტანელმა დიზაინერმა დები უინგჰემმა დაამზადა, 1 მლნ დოლარად. დების მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ დიზაინერად იცნობენ. მისი შექმნილი შედევრები ზოგჯერ 50 მლნ დოლარიც კი ღირს.
აი, ასე გამოიყურება "პატარძალი", რომელიც 182 სმ-ია სიმაღლით და 120 კილოს იწონის. მართალია, ტორტი თავის პროტოტიპზე "მსუქანია", სამაგიეროდ, არც ერთი სტუმარი არ დარჩა ტორტის ნაჭრის გარეშე.


ტორტის დამზადებას ათასი ცალი კვერცხი და 20 კილო შოკოლადი დასჭირდა.


ყველაფერი იჭმება, ღილებით დაწყებული და
მაქმანით დამთავრებული.


თითოეული დეტალი ხელით დამზადდა. მათ შორის, უწვრილესი ყვავილები და მარგალიტებიც.

ტორტის გამოცხობას 10 დღე დასჭირდა. იგი 5 ათასი ყვავილით მოირთო.

შოკოლადებისა და კანფეტების გარდა, კაბა მორთული იყო ნამდვილი მარგალიტებითა და 3-კარატიანი ბრილიანტის თვლებით. მათმა საერთო ღირებულებამ 200 მლნ დოლარს გადააჭარბა. ისინი "პატარძლის" თავსაბურავს ამშვენებდა.

ეს თავად დიზაინერია, მოკრძალებული ტორტის ფონზე.

ტორტების გარდა, დები უნიკალურ ფეხსაცმელსაც ქმნის. თითო წყვილი 15 მლნ დოლარადაა შეფასებული. თუმცა, არანაკლებ მადისაღმძვრელად გამოიყურება.


დებისვე ეკუთვნის "ყველაზე ძვირად ღირებული კაბის შეკერვის" რეკორდი. შავი ბრილიანტებით მორთული კაბა 50 მლნ დოლარი ღირს.



დებიმ აღმოსავლური ლამაზმანისთვის მოსაცმელი წითელი ბრილიანტებით შეამკო.

ასეთი ცისფერი კაბა კი ნებისმიერ დედოფალს დაამშვენებდა.


რუსუდან გელაშვილი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30