ნატურალური ყავის მოყვარულებს საკმაოდ დიდი რაოდენობით ყავის ნალექი უგროვდებათ, რასაც მათი უმრავლესობა ნაგავში ყრის. თუმცა ტყუილად - მისი გამოყენება შესაძლებელია:
ყავის ნალექი რბილად მოაშორებს ჭუჭყს ქვაბებსა და ტაფებს;
ყავით სავსე კონტეინერი მოათავსეთ მაცივარში ან ნაგვის ურნასთან - ის შესანიშნავად შეიწოვს არასასიამოვნო სუნს; ყავის ნალექის დახმარებით მარტივად გაწმენდთ ღუმელსა და სამუშაო მაგიდის ზედაპირს;
ყავის ნალექისა და ზეითუნის ზეთის ნარევი 1:1-ზე გააქრობს ავეჯზე ნაკაწრს;
ყავის სუნი იზიდავს მწერებს - ამიტომ გამოიყენეთ მათთვის მახის დასაგებად.
ბუნებრივი კოსმეტიკა
გამოიყენეთ ყავის ნალექი ხელის სკრაბის სახით;
ყავის ნალექს დაუმატეთ ქოქოსის ზეთი და გაიწმინდეთ სხეული;
ყავას შეუძლია თმაზე დარჩენილი ლაქისა და გელის სრულად მოშორება.
ბაღში მუშაობა
ყავის ნალექით შეგიძლიათ დააფრთხოთ ჭიანჭველები - განათავსეთ ის იმ ადგილებში, სადაც მწერები გეგულებათ და იმავე დღეს შეიცვლიან საცხოვრებელს.
ასევე გამოიყენება სასუქის სახით.
გამოიყენეთ ყავის ნალექისა და ფორთოხლის კანის ნარევი კატების დასაფრთხობად, რომლებიც ყვავილების ქოთნებს საპირფარეშოდ აქცევენ.