სამზარეულოს პოლიეთილენის სახვევი ყველა სახლშია. მისი გამოყენება მხოლოდ საკვების გასახვევად კი არა, სხვა დროსაც შეგიძლიათ. ჩვენ 13 იდეას გთავაზობთ.
- სამზარეულოს პოლიეთილენის სახვევი დაიცავს თქვენ ხელებს ბებერებისგან, როცა ხელთათმანები თან არ გაქვთ და ბაღსა თუ ეზოში ფოხცით ან ნიჩბით უნდა იმუშაოთ.
- სანამ ნაყინს საყინულეში შეინახავთ, კრისტალები რომ არ გაუჩნდეს, სამზარეულოს პოლიეთილენი შემოახვიეთ.
- ღებვის შემდეგ საღებავის ქილასაც და ფუნჯსაც სამზარეულოს პოლიეთილენი შემოახვიეთ. ეს დაიცავს მათ გამოშრობისგან.
- სამზარეულოს პოლიეთილენი ბანანის ყუნწებს რომ შემოახვიოთ, დიდხანს შეუნარჩუნებთ სიცოცხლეს.
- მგზავრობამდე, ჩემოდანში ჩალაგებამდე ჰერმეტულად რომ შეინახოთ კოსმეტიკური საშუალებები, სახურავამდე ჯერ სამზარეულოს პოლიეთილენი შემოახვიეთ.
- თუ სახლში ჭუჭყიანი ფეხსაცმლით შესვლა არ გსურთ, სამზარეულოს პოლიეთილენი შემოიხვიეთ.
- ღრიჭოებიდან ქარი აღარ შემოუბერავს, თუ ფანჯრებზე სამზარეულოს პოლიეთილენს მიაკრავთ.
- ქინქლების გასანადგურებლად ჭიქაში ჩააწყვეთ დაჭრილი ხილი, გადააფარეთ სამზარეულოს პოლიეთილენი და დანით ერთ ადგილზე ჩაჭერით. ქინქლების ჯარი ჭიქაში ჩაფრინდება და მათ ადვილად მოაცილებთ სახლიდან.
- ორიგინალურად გააფორმებთ კედელს, თუ ახალშეღებილზე სამზარეულოს პოლიეთილენს მიაწებებთ და ოდნავ მოჭმუჭნით.
- მაცივარში იდეალურ სისუფთავეს დაამყარებთ, თუ სამზარეულოს პოლიეთილენს თაროებზე დააფენთ და პერიოდულად გამოცვლით.
- სამზარეულოს პოლიეთილენი გახდომაში დაგეხმარებათ! განსაკუთრებით, ცელულიტთან ბრძოლაში. აგრეთვე, შეგიძლიათ სახეზე მიიკრათ მკვებავი კრემის წასმის შემდეგ, რათა თერმოეფექტი მიიღოთ და კანმა ნიღაბი უკეთ შეიწოვოს.
- წვენის ჭიქას სანამ ბავშვს მისცემთ, ჭიქას სამზარეულოს პოლიეთილენი შემოახვიეთ, გახვრიტეთ და ჩადეთ მასში წვენის საწრუპი ჩხირი. ასე დაცული იქნებით, რომ გადმოღვრისას სითხე ჭიქაში დარჩება.
- თუ თაიგული შორ მანძილზე მიგაქვთ, წვეთებით რომ არ დაილაქაოთ სამოსი, ძირებზე ჯერ სველი ხელსახოცი შემოახვიეთ, შემდეგ კი სამზარეულოს პოლიეთილენი.
კომენტარებში მოგვწერეთ სამზარეულოს პოლიეთილენის სახვევის გამოყენების თქვენეული მეთოდები.