ლამაზი თაიგული თავად დავამზადოთ (მასტერკლასი) - Marao

ლამაზი თაიგული თავად დავამზადოთ (მასტერკლასი)

2020-03-07 10:03:38+04:00

ყვავილების ყიდვას და ჩუქებას დიდი მონდომება არ სჭირდება. სულ სხვაა საკუთარი ხელით დამზადებული თაიგული, რომელიც მარტივად გასაკეთებელი და ყველაზე ძვირფას საჩუქარზე ორიგინალურია.

მასტერ-კლასი ფოტოებით

დაგჭირდებათ:

  • მრგვალი ვაზა-აკვარიუმი,
  • მინის დეკორატიული კენჭები,
  • დეკორატიული პეპლები,
  • მავთული,
  • "მონდლინოს რგოლი" (ფლორისტებთან მოიკითხეთ),
  • წებო,
  • დანა, მაკრატელი და სეკატორი,
  • ვარდები და ნარცისები,
  • ლიმონი,
  • ბერგრასი - უხეში დეკორატიული ბალახი
დამზადება:

  1. ვაზაში მოათავსეთ მინის კენჭები, ჩაასხით წყალი, შიგნიდან მორთეთ დეკორატიული ბალახით.
  2. ლიმონი რგოლებად დაჭერით და წყალში მოათავსეთ.
  3. თაიგული შეკარით და მავთულით დაამაგრეთ.
  4. ჩადეთ ვაზაში და "მონდლინოს რგოლით" ფანტაზიის მიხედვით გააფორმეთ. თუ "მონდლინოს რგოლი" არა გაქვთ, მავთულს ფერადი ქაღალდი, სკოჩი შემოახვიეთ.
  5. დეკორატიული პეპლები (ისინი შეგიძლიათ ქაღალდისგანაც გამოჭრათ) მიაწებეთ "მონდლინოს რგოლს".

თქვენი ფლორისტული კომპოზიცია მზადაა. ასეთი ლამაზი თაიგულით დედასაც გაახარებთ და მეგობარსაც.