სისუფთავე - ჯანმრთელობის საწინდარია. საწოლში, რომელშიც ცხოვრების 1/3-ს ვატარებთ, ბაქტერიები, ტკიპები და სოკოები ვრცელდება.
ისინი კი აზიანებენ ჩვენს ჯანმრთელობას. ამიტომ აუცილებელია თეთრეულის რეგულარული ცვლა. თუმცა რა სიხშირით უნდა ვცვალოთ თეთრეული?
მიკრობიოლოგი ფილიპ ტიერი გვირჩევს, თეთრეული კვირაში ერთხელ გამოვცვალოთ. "ძილში ადამიანი ხშირად ოფლიანობს. ტენი ბაქტერიებისა და სოკოების განვითარების წყაროა. გარდა ამისა, საწოლში ხვდება მტვერი, შინაური ცხოველების ქერტლი. ბაქტერიულმა ფლორამ შეიძლება ალერგია გამოიწვიოს" - განუცხადა ინტერვიუში Business Insider-ს ფილიპ ტიერიმ.
რუსუდან გელაშვილი
რატომ აგდებენ სარეცხის მანქანაში ფოლგის გორგალს - დიასახლისების ახალი მიგნება