ხელსაქმე

ხელსაქმე, ახალი მიგნება ანტისტრესულ თერაპიაში

ხელსაქმე, ახალი მიგნება ანტისტრესულ თერაპიაში
თქვენ ნამდვილად იღბლიანი ადამიანი ხართ, თუ პლედში გახვეულს, საყვარელი მუსიკის ფონზე სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთის დამზადება გიყვართ. ამ დროს შეიძლება ვერც კი აცნობიერებდეთ, რომ მხოლოდ ესთეტიკურ სიამოვნებას კი არ იღებთ, არამედ გონებას განტვირთვაში, ნერვებს დამშვიდებაში და სხეულს რელაქსაციაში ეხმარებით.

ექიმები და ფსიქოლოგები ადასტურებენ, რომ ნებისმიერი სახის ხელსაქმე დადებითად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკასა და ჯანმრთელობაზე. მათ, ვინც ხელსაქმით არიან დაკავებულნი, ყველაზე კარგად ესმით, რომ ხელსაქმე განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა და მას ადამიანის სრულ ფსიქოლოგიურ კომფორტამდე მიყვანა შეუძლია.
ხელსაქმე ხელს
უწყობს ნერვიული სისტემის მოწესრიგებას, რაც ყოველდღიურად სტრესულ და ემოციურ გარემოში მომუშავეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ფსიქოლოგიური განტვირთვის გარდა, ხელსაქმე ტვინის მუშაობაზეც დადებითად აისახება. ცნობილია, რომ ხელისგულებზე უამრავი რეცეპტორი მდებარეობს. ამიტომ ხელსაქმე, თუნდაც, ქარგვის პროცესი, ხელს უწყობს მათ სტიმულირებას, რაც საბოლოოდ ტვინის მოქმედებაზე აისახება. კრაფტზე მუშაობის პროცესი ავითარებს ყურადღებას, მეხსიერებას და მეტყველების გაუმჯობესებასაც კი უწყობს ხელს.



ხელსაქმის პროცესი დადებითად მოქმედებს ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობაზე. თუმცა ის განსაკუთრებით კარგი ანტისტრესული საშუალებაა ორსული ქალბატონებისთვის.
21–ე საუკუნეში, როდესაც ნებისმიერი ადამიანის, მათ შორის, მოზარდებისა და ბავშვების ცხოვრებაში უდიდესი ადგილი ტექნოლოგიურ მოწყობილობებს უკავია, ალტერნატიული შეთავაზებების არსებობას დიდი მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით საინტერესოა ისეთი აქტივობები, რომლებიც გონებრივ განვითარებას უწყობს ხელს. კრაფტი ამ შემთხვევაშიც საუკეთესო არჩევანია.

ხელსაქმის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ ის ჩარჩოებში არ გსვამთ და მრავალფეროვანი ნივთების დამზადების შესაძლებლობას გთავაზობთ. ამაში კი ხელსაქმისთვის საჭირო ნივთებმაც უნდა შეგიწყონ ხელი. ქართულ ბაზარზე კრაფტის გამორჩეულ ასტორტიმენტს „ბიბლუსი გალერეა“ გთავაზობთ. მაღაზია იმდენად მრავალფეროვან და ორიგინალურ არჩევანს გთავაზობთ, რომ წარმოუდგენელია კრაფტერმა, მისი გემოვნებისა და სურვილების მიუხედავად, მისთვის სასურველი ატრიბუტი ვერ აღმოაჩინოს.

არ იფიქროთ, რომ ამ ხელსაქმით ვერ დაკავდებით, თუ თქვენ მუშაობის გამოცდილება და უნარ-ჩვევები არ გაქვთ. “ბიბლუსი გალერეა“ კრაფტის გამოცდილი სპეციალისტებით ამ შემთხვევაშიც დაგეხმარებათ. თქვენ შეგიძლიათ ესტუმროთ ,,ბიბლუსი გალერეებს’’ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს და დაესწროთ ხელსაქმის გაკვეთილებს უფროსებისთვის და ასევე, პატარებისთვის, სადაც შეგასწავლიან ხელნაკეთი ნივთების დამზადებას სწრაფად და მარტივად. ისინი საჭირო მასალებს შეგარჩევინებენ, თანაც, უფასოდ გასწავლიან, თუ როგორ დაამზადოთ სასურველი ნივთი.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30