ხელსაქმე

რჩევები დიასახლისებს: გავასუფთაოთ მატრასი ყველა წესის დაცვით

რჩევები დიასახლისებს: გავასუფთაოთ მატრასი ყველა წესის დაცვით
მატრასი საწოლის ის ატრიბუტია, რომელზეც სხვადასხვა ბაქტერია და მიკრობი ბინადრობს. გარდა ამისა, აქ გროვდება ეპიდერმისი, ოფლი, მტვრის ტკიპა და ა.შ. ნუ შეშიდებით, ჩვენ გასწავლით მატრასის გასუფთავების სწორ საშუალებებს.

მტვერსასრუტი



მატრასს კარგად მოატარეთ მტვერსასრუტი. ამგვარად, მატრასი გათავისუფლდება წვრილი ნაგვისგან (ნამცეცები), თმისა და ცხოველის ბეწვისგან.

ლაქების მოშორება


თუ ლაქა დიდი ხნის და ძლიერია, შეგიძლიათ ბიოლოგიური სითხე გამოიყენოთ. ცოტა მსუბუქს, ისეთი, როგორიც ღვინი ან ყავის ლაქაა წყალბადის ზეჟანგის, თხევადი საპნისა და სოდის ნაერთით მოაშორებთ. ნარევი წაუსვით ლაქას და
გააშრეთ. შეგიძლიათ ლიმონის წვენისა და მარილის ნარევიც გამოიყენოთ. წაუსვით ლაქას, გააჩერეთ 30-60 წუთი და სუფთა ტილოთი მოაშორეთ.

სუნის მოშორება


თუ მატრასს უსიამოვნო სუნი გაუჩნდა, მოაფრქვიეთ სოდა, ცოტა ხანი გააჩერეთ და მტვერსასრუტით მოასუფთავეთ.
განიავება


უმჯობესია, მატრასი მზიან ამინდში გაიტანოთ ჰაერზე. მზის სხივები მავნე მიკროორგანიზმებს ებრძვიან.

დაცვა


იმისათვის, რომ მატრასი დიდი ხნით შეინარჩუნოთ სუფთად, შეუკერეთ (შეიძინეთ) შალითა. ის დაიცავს ლაქებისა და სისველისგან, რეცხვით კი სარეცხის მანქანაში გარეცხავთ.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93