სამზარეულოში ყოფნა მოსაწყენია მხოლოდ მათთვის, ვისაც იქ შესაფერისი გარემო არ აქვს შექმნილი. ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები კი სამზარეულოს გაგიხალისებთ.
1. სასმლის ჩამოსასხმელი
ამ უკანასკნელს წლების წინ საქართველოს ყველა ოჯახში ნახავდით, თუმცა ახლა თითქოს მოდიდან გადავიდა. არადა, ის ტოლჩაზე ბევრად უფრო კომფორტული და ლამაზია.
2. ჩუქურთმებიანი ჭიქები
ალბათ, ფიქრობთ, რომ ძველი ჭურჭლის გადმოლაგებას გთხოვთ, თუმცა, რატომაც არა. მაშინ, როცა ასეთ ჭიქებს შეუძლია თქვენი სამზარეულო კლასიკური გახადოს, ისინი სარდაფში იმტვერება.
3. ჩაის ყუთები
ეს ფერადუჯრებიანი ყუთი კი სამზარეულოს სისადავეს მატებს, თან კომფორტულიცაა.
4. ხის საჭრელი მაგიდა
ბოლო დროს მოდაში მინის საჭრელები შემოვიდა, თუმცა ძველებური ხეები დღეს უფრო ძვირად ღირებულიცაა, კომფორტულიც და შთამბეჭდავიც.
5. ბამბუკის მაგიდა
მისი გამოყენება კომფორტულია საწოლში, მერე კი შეგიძლიათ კვლავ დაბალ მაგიდად აქციოთ.