ხელსაქმე

ჩემს ნამუშევრებში საკუთარ თავს ვხედავ“ - ეკა ალხანაშვილის საოცარი ხელნაკეთი ნივთები და მისი საიდუმლო

ჩემს ნამუშევრებში საკუთარ თავს ვხედავ“ - ეკა ალხანაშვილის საოცარი ხელნაკეთი ნივთები და მისი საიდუმლო
„როცა ხელოვანი ხარ, ყვავილის გაშლაც მარგალიტად გადაიქცევა და ინსპირაციას გაძლევს“, - ეს ეკა ალხანიშვილის სიტყვებია. 34 წლის ეკა პროფესიით ფილოლოგია, თუმცა ახლა დროის დიდ ნაწილს შემოქმედებას უთმობს და ულამაზეს ხელნაკეთ ნამუშევრებს ქმნის, რომლებიც სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის ჯერჯერობით სახლში მუშაობს, თუმცა საკუთარი მაღაზიის გახსნაზე დიდი ხანია ფიქრობს. ამ და სხვა გეგმებსა თუ საკუთარ შემოქმედებაზე ხელოვანი marao.ge-ს ესაუბრა:

- ხატვა ბავშვობიდანვე მიყვარდა, მაგრამ კონკრეტულად ამ საქმით დაახლოებით ათი წელია, რაც დაინტერესებული ვარ. თავიდან პორტრეტების
ბისერებით გაკეთება დავიწყე და ძირითადად ეგვიპტური სტილი მიზიდავდა. ამ საქმიანობაში აქტიურად დაახლოებით სამი წელია, რაც ჩავები.

- ძირითადად რაზე მუშაობთ? საიდან იღებთ ინსპირაციას, როგორ იბადება ახალი იდეები?
- ძირითადად, სამკაულები, აქსესუარები, ჭიქები, მოხატული და ნაქსოვი ჩანთები მაქვს. ასევე, ვხატავ მაისურებზე. ყველაფერი, რაც ჩვენ გარშემო ხდება, ძალიან უბრალოა, მაგრამ როცა ხელოვანი ხარ, თითოეული უბრალო რამ, თუნდაც ყვავილის გაშლა, ფილმის ყურება -პატარა მარგალიტად გადაიქცევა და ამ მარგალიტებს ვაგროვებ გონებაში. განსაკუთრებით მაშინ ჩნდება ახალი იდეა, როცა მუსიკას ვუსმენ. ასე ვქმნი ხელნაკეთ ნივთებს.

- რა მასალას იყენებთ?
- ტყავს, ხეს, პოლიმერულ თიხას, ბუნებრივ და ხელოვნურ ქვებს, საღებავს.

- სახელი თუ აქვს თქვენს პროდუქციას და როგორ შეარჩიეთ ის?
-სახელი აქვს - Bellissimo, რაც იტალიურად „მშვენიერს“ ნიშნავს და ლამაზად ჟღერს.


- თუ გაქვთ რაღაც მიმართულება არჩეული? თქვენს პროდუქციაზე უფრო რეალური სურათებია გამოსახული თუ ფანტაზიის ნაყოფია?
- თავდაპირველად ეგვიპტელ ღმერთებს გამოვსახავდი, რადგან როგორც გითხარით, ეს სტილი მიტაცებს, მაგრამ ახლა უფრო ხალხის აზრს ვითვალისწინებ ესკიზის შექმნის დროს.

- ყველა ნივთთან რაღაც მოგონებები გაკავშირებთ, მაგრამ რომელიმეს შექმნა რაიმე ისტორიას ხომ არ უკავშირდება?
- 2013 წელი პატრიარქმა გამოაცხადა თამარის წელიწადად და ჩემი შვილის სკოლიდან დახმარება მთხოვეს ამ უძლიერესი ქართველი მეფის წიგნის შექმნაში. წიგნი უნდა ყოფილიყო მთლიანად ხელით შესრულებული. ამ დავალების მოცემისასვე თვალწინ დამიდგა, როგორი უნდა ყოფილიყო წიგნის ყდა. შემდეგ გონებაში დაიხვეწა ყველა დეტალი და სამი დღის ვადაში წიგნის ყდა მზად იყო. მხოლოდ სახე იყო ნახატი, დანარჩენი ფარჩით და ბუნებრივი ქვებით შესრულებული გახლდათ. წიგნის შიდა ფურცლები კი პატარა უნიჭიერესი კალიგრაფების მიერ იყო შესრულებული. აქედან ერთ-ერთი ჩემი ქალიშვილის შესრულებული იყო.


- რა არის თქვენი, როგორც შემოქმედის მიზანი?
- ძალიან მინდა, ხალხმა ისწავლოს ხელოვანი ხალხის და მათ მიერ შექმნილი ნივთების დაფასება, რადგან ვიცი, რომ არც ისე ბევრნი დავრჩით ამ საუკუნეში ხელოვანი ხალხი და კარგი იქნება, თითოეულ ხელოვანს მიეცეს საშუალება თავისი პროდუქციის რეალიზაციის.

- რითი გამოირჩევა თქვენი პროდუქცია სხვებისგან?
- მე ვთვლი, რომ ყველა ხელოვანის პროდუქცია განსხვავებულია. მართალია, ზოგჯერ ანალოგების გაკეთებაც გვიწევს შეკვეთის გამო, მაგრამ უმეტესობა მაინც ინდივიდუალურია. და როგორც სხვა ხელოვანი ადამიანი, მეც ჩემს პროდუქციას სხვებისგან განსხვავებულად ვთვლი, რადგან მათში საკუთარ თავს და შრომას ვხედავ.


- უახლოეს მომავალში გამოფენა-გაყიდვის მოწყობას ან მაღაზიის შექმნას ხომ არ გეგმავთ?
- სულ მინდოდა, რომ საკუთარი მაღაზია მქონოდა, მაგრამ ეს უფრო სამომავლო გეგმებშია. ხოლო გამოფენა-გაყიდვას რაც შეეხება, ჩემს სახლში სულ ეს პროცესი მიმდინარეობს.







FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
gvanca
unichieresi adamiani xar eka❤️vamayob shenit❤️
15:44 / 04-06-2018
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30